Part title

41 6 1
                                    

და მე ამას ვუყურებდი.
ყველაფერს თვალს ვადევნებდი და ყველაფერი გარკვევით მესმოდა.
მაგრამ რა შემეძლო მე?!
უსულოს...
არაფერი. საერთოდ არაფერი შემეძლო.
მხოლოდ ვუყურებდი...

- დედააა... დედააა... შემომხედეე... ნახე ხომ მაგარი ვარ?!
- რათქმაუნდა ჩემო პრინცო... შენ ყველაზე მაგარი ხარ.
- დეე მიყვარხარ.
- ოჰ ღმერთო, მეც მიყვარხარ ლუი.
- დე, დეე ნახე კიდევ შემომხედე.
- გიყურებ ჩემო პატარავ.
- დედა მე ეს შევძელი.
ბიჭი უყურებს ძველ ვიდეოს.
უყურებს და ვერ გაუაზრებია როგორ მოსდის ცრემლები სახეზე.
არ სცხვენია ტირილის.
მას დედას სიცილი ჩაესმის, ყურში და თავი მაინც ძლიერი ჰგონია.
ჰგონია რომ მარტო არ არის.
ის მართალია.
მარტო არ არის.
მე ხომ ვიცი და ვხედავ.
ვხედავ როგორ დგას მის უკან სილუეტი.
სილუეტი უფრო უახლოვდება.
მის სახეზე აუღწერელი გულისტკივილია. მას ხომ ამ ბიჭის ტკივილი, ტკივა.
უახლოვდება ლუის და ხელს ადებს მხარზე, გამოსაფხიზლებლად...
ბიჭი თავიდან ვერაფერს გრძნობს, მაგრამ შემდეგ ფხიზლდება, უკან ტრიალდება და თითქოს ხედავს იმ ერთადერთს, ვისაც მისი გაგება შეუძლია.
უყურებს მას და არ ეშინია იმის, რომ მის სიმხდალეს დაინახავენ, ეს გაზაფხულივით აყვავებული მწვანე თვალები...
მან იცის რომ, ლუი საცოდავი არ არის. იცის რომ, ძლერია. იცის რომ, ყველაფერს შეძლებს. გრძნობს ამას.
ერთმანეთს უყურებენ, არცკი ახამხამებენ თვალებს, ერთმანეთს შეიგრძნობენ, ერთმანეთის ტკივილი ტკივათ. ერთმანეთის სიხარული კი, აბედნიერებთ.
ჰარის ჩართული ვიდეოსკენ გაურბის მზერა, ნაღვლიანად ეღიმება. ადრე ნანახი ჰქონდა ეს.
შემდეგ ისევ ლუის უსწორებს მზერას, მისკენ იხრება და ყურჩი ჩურჩულებს:
- შენ ეს შეძელი, ლუ.
ბიჭს ნაღვლიანად ჩაეცინა და ისევ დაუბრუნა მზერა იმ ჭაობისფერ თვალებს, რომლებიც მას უგებდნენ, თუნდაც შეხედვით.

გოგო გამოფიტულია, ვერ იაზრებს რა ხდება მის გარშემო.
მისთვის ხომ დედა კერპი, ღმერთი, მეგობარი, მასწავლებელი და გმირი იყო.
ოჰ რა საშინლად ჟღერდა თითოეული 'იყო' მის გონებაში.
თითქოს ექოსავით ჩაესმის ყოველი სიტყვა.
გაშტერებით დასცქერის სურათს და თითქოს იქ მთელ ცხოვრებას ხედავს.
გვერდით იხედება, ხედავს როგორ ტირიან თავისი დები. ერთმანეთს ეკვრიან და ამშვიდებენ.
ფელისიტი მათ თავზე ადგას და ყველანაირად ცდილობს გვერდში დაუდგეს.
ლოტი ისევ სურათს დაჰყურებს და ცრემლები სდის.
უყურებს დედას გაღიმებულ სახეს და აცნობიერებს რომ ვეღარ ნახავს მას ცოცხლად.
აცნობიერებს რომ ვეღარ შეეხება.
ვეღარ ეტყვის რომ უყვარს.
ვეღარ გამოასწორებს მის შეცდომებს.
ვეღარ გამოისყიდის იმ დანაშაულებს, რომლებიც დედას გულს წყვეტდა.
უბრალოდ ვეღარ.
ვეღარ...

პატარები დორისი და ერნესტი, ვერ ხვდებიან რა ხდება მათ გარშემო და ლაღად იცინიან...
მარკი მათ ეთამაშება და ცდილობს ძლიერად დადგეს.

ყველას ერთი ტკივილი აერთანებთ.
ყველას ერთი გასჭირი აქვთ.
ზოგი მათ ვერ უგებს.
ზოგი მათ, ვერც კი ამჩნევს და ხედავს ისე, როგორც ეხლა არიან.

ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა...
და მე ამას ვუყურებდი.
ყველაფერს თვალს ვადევნებდი და ყველაფერი გარკვევით მესმოდა.
მაგრამ რა შემეძლო მე?!
უსულოს...
არაფერი. საერთოდ არაფერი შემეძლო.
მხოლოდ ვუყურებდი...

მე მთვარე ვიყავი, მათ დავნათებდი.
ვცდილობდი მარტო არ დამეტოვა.
მარტო არც იყვნენ.
რაღაცას გრძნობდნენ, მაგრამ არ იცოდნენ რომ ეს 'რაღაც' მე ვიყავი...
მაგრამ, მაინც არაფრით შემეძლო, დავხმარებოდი მათ.
მე, უსულოს...
მე ხომ უბრალოდ მთვარე ვიყავი რომელსაც ვერავინ ამჩნევდა, მაგრამ მაინც გრძნობდა.

მე ეს ყველაფერი დავინახე, ვიგრძენი მათი ტკივილიც.
მათი ტკივილიც შევინახე ჩემს, ისედაც ტკივილითა და სიმწრით აღსავსე გულში.
მათ გავუგზავნე ანგელოზი.
ანგელოზი- ბედნიერებისა.
მაინც ვერ გაიგებენ რომ ეს ანგელოზი, მე, უგრძნობმა, უსულომ და უგულომ გავუგზავნე.
მე მეცოდინება.
საუკუნეების მანძილზე, თანაც ისე რომ ვერ დავივიწყებ...

მე ხომ ეს დავინახე...
მე ხომ ეს უსულო მთვარე ვიყავი...
იმ დროს.
_________________
Loads of love from me, for you. :)
<3
xA.

I saw it ALLWhere stories live. Discover now