პროლოგი

42 9 12
                                    

დღეს იყო დღე, როდესაც მრავალი ათასი ოცნება მოკვდებოდა და მათ ნაცვლად ერთი დაიბადებოდა. სიცოცხლის დაუოკებელმა სურვილმა გოგონა აიძულა ფეხზე წამომდგარიყო და ბრძოლა გაეგრძელებინა. ამჯერად ეს არ იქნებოდა ჭიდილი საკუთარ თავთან, ეს იქნებოდა დაპირისპირება უსამართლობასთან, უთანასწორობასთან, ცილისწამებასა და ყველა იმ ბოროტებასთან რამაც გოგონა აიძულა გაჭირვებით მოსულიყო აქამდე, მაგრამ ამ ყველაფერმა საბოლოოდ გაანადგურა.

- ელისონ რივერს, დროა ადგე! არავინ მოვა შენს გადასარჩენად, თავად უნდა გააგრძელო ბრძოლა ამ სისასტიკესთან. მხოლოდ შენ შეგიძლია არჩევანი გააკეთო: გააკეთე ახლა ან ინანე მოგვიანებით. - თითქოს ქარი ეჩურჩულებოდა და ძალაგამოცლილს აიძულებდა გაეგრძელებინა ჭიდილი იმ დაუნდობელ სამყაროსთან, რომელმაც მის მიმართ უდროო სისასტიკე გამოავლინა.

დასნეულებულმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა, ფეხზე წამოდგა, სანთებელას თითი ჩამოჰკრა, ფურცლებს ცეცხლი წაუკიდა და ქარს გაატანა ფერფლი, რომელიც ჰაერში ბოროტებად იქცა.


თითქმის ერთი წლის შემდეგ დავბრუნდი ახალი იდეებითა და გამოძიებებით. გამიხარდება თუ თქვენს აზრს დააფიქსირებთ და იდეას შემიფასებთ! <3

ნიღბის მიღმა ¦ Sara AndersonWhere stories live. Discover now