Late '50s

60 11 28
                                    

ოჰ ღმერთო, ღამითაც მზე მწვავდა, ისეთი იყო ივნისის პარიზი. ჩანთაში მეტად მონატრებულ "კარელია სლიმსს" ვეძებდი, რომელიც სიწვრილის გამო წამოვიღე ამ მოგზაურობაში. ფრანგ კაცებს წვრილ სიგარეტიანი ქალები იზიდავთო გამაფრთხილეს და აღარც დავფიქრებულვარ, როგორც კი ვიპოვე - გავუკიდე და სრულიად შემთხვევით, ვიღაც ლამაზ უცნობს შევაბოლე სახეში (ფრანგიც არ ყოფილა ეს ბატონი).

კაცი, თანაც ასეთი. თვალები გამოვიყენე, ორმოცდაათიანებისთვის მეტად მოდური კისკისით ბოდიში მოვუხადე, რომ არასწორ ადგილას, არასწორ დროს აღმოჩნდა. ამათვალიერა, უკვე დაეჭვდა, რომ არც აქაური ვიყავი და არც ეს წვრილი ღერი ყოფილა ჩემთვის.

- როგორ გაკადროთ გადაკიდების თხოვნა, მშვენიერო ქალბატონო... - სანთებელა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო, მოხდენილად დაატრიალა და კოხტადაც ააგიზგიზა (გაუზრდელმა თავადაც სახეში შემომაბოლა).

- მე კი ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას, სწორ დროს მოვხვდი. - გამომცდელად შემომხედა, ღაწვებზე სიბრაზისგან სისხლიც კი მომაწვა, ამ უკანასკნელს კი ამაზე კმაყოფილად ჩაეღიმა.

- ოჰ, ეს მამაკაცური თავდაჯერებულობა... - უტიფრად შევხედე, თავად კი თავი გააქნია. რაღაც კი ჩაიდუდუნა "ლამაზი თვალების პრივილეგიით ალბათ ბევრს ატყვევებთო" და მეც ამაყად ცხვირი ავიბზუე.

- დამეწვევით რაიმე სიგარეტზე ძლიერზე? მეტად უკეთეს ადგილას, ვიდრე პარკის სკამია... და იქნებ ერთი ცეკვაც გეჩუქნათ ჩემთვის? - კრემისფერი პიჯაკი შეისწორა. იმ დროინდელი კაცისთვის მეტად ფრთხილი და ალერსიანი მეჩვენებოდა მისი მზერა.

- განა ერთად მოწევა მეტად ინტიმური არაა? თანაც რას უჩივით ამ ადგილს თუ ჩემი გაცნობა გსურთ, არ მესმის.

- ეს უარია? - თავი გავაქნიე... აბა, ამ კაცს, რომელი ჩემზე უბიწო ან ცოდვილი უარყოფდა? - მშვენიერი.

ქუსლიანების კაკუნით დავუყევით ქუჩას მისი მანქანისკენ. გზად ღამის სიო მეალერსებოდა. ნეტავ, იცოდეთ, როგორ ვნატრობდი ეს მისი ხელები ყოფილიყო, მაგრამ არც ხელკავი ყოფილა ცუდი გამოცდილება დასაწყისისთვის. საბოლოოდ, კრემისფერ კადილაკში ჩამსვა და სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.

Call me "Mrs" and give me your surname!Where stories live. Discover now