7

186 10 0
                                    

ტელეფონი ჩანთიდან ამოვიღე და ლუკასთვის უნდა დამერეკა როცა ხელი ვიღაცამ ჩამავლო,უკან რომ გავიხედე ნიკა იყო
მე-ხელი გაწიე!
ნიკა-ნინი ვისაყბროთ
მე-შემეშვი!
ნიკა-იცოდე მადლობა თქვი,რომ ასე გექცევი!
მე-თორე რას იზამ?მომკლავ?
ნიკა-მართლა გინდა მაგის ნახვა?
მე-თავი დამანებე!ვსო მორჩა ჩვენი გარიგება!
ნიკა-არა ჯერ ახლა იწყება-თავში მძიმე საგანი მომხვდა......
რომ გავიღვიძე ჩაბნრლებულ ოთახში ვიყავი,საწოლში ვიწექი და თავი საშინლად მტკიოდა,კარი გაიღო და ნიკა შემოვიდა
ნიკა-სჯობდა თავიდანვე კი გეთქვა-ხელში რაღაც საბუთები ეჭირა
მე-ახლავე გამიშვი!იცოდე ჩემი ძმა მოგკლავს!
ნიკა-ის ხომ უბრალო ქირურგია,რას დამიშავებს?
მე-ვეტყვი,რომ საოპერაციო დანით აგჩეხოს!
ნიკა-ოო პატარავ დამშვიდდი!ახლა კი ამ საბუთებს ხელი მოაწერე!-ნიკამ კალამი და რაღაც საბუთი მომაწოდა,რომ წავიკითხე საქორწინო საბუთი იყო
მე-მოაშორე აქედან!-საბუთი და კალამი ოთახში მოვისროლე,ნიკამ ჩაიცინა კალამი და საბუთი აიღო და საწოლზე დადო
ნიკა-ხელი მოაწერე!
მე-არა!
ნიკა-კი!-ნიკამ ხელი დამიჭირა,და კალამი დამაჭერინა მე ვებღაუჭებოდი მაგრამ ამაოდ ის საკმაოდ ძლიერია,საბუთს ძალით მომაწერინა ხელი და კმაყოფილი ოთახიდან გავიდა
მე-მეზიზღები!-მივძახე მაგრამ მგონი ვერ გაიგო.
1 საათის შემდეგ.
ოთახში ექიმი შემოვიდა,უკან კი ნიკა მოჰყვა,მისი დანახვაც კი ნერვებს მიშლის
ნიკა-თავს დაგიმუშავებს
მე-არ მჭირდება!
ნიკა-გჭირდება!მალე ქორწილია ამიტომ საკუთარ თავზე იზრუნე!-ნიკა ოთახიდან გავიდა,საწოლზე კი ექიმი ჩამოჯდა
ექიმი-თუ შეიძლება თქვენს თავს ვნახავ-ტანით წინ წამოვიწიე და ექიმთან ახლოს მივედი.
________________
მოსამსახურემ ტანსაცმელი შემომიტანა და საწოლზე დამიდო,მითხრა შემეძლო აბაზანაში შევსულიყავი,თავი არ დამიბანია რადგან არ შეიძლებოდა,აბაზანიდან მალევე გამოვედი და ტანსაცმელი ჩავიცვი,შემდეგ დაბლა ჩავედი,უდიდესი მისაღები ოთახი იყო,რამის დავიკარგე.
ნიკა-მოდი აქ დაჯექი!
მე-ნუ მელაპარაკები!
ნიკა-აი ეს აიღე! და საქორწინო კაბა შეარჩიე!
მე-ჩემს გარდა სხვა გოგო ვერ ნახე?!-ნიკა წამოდგა და ჩემთან ახლოს მოვიდა
ნიკა-ვერა!შენ განსაკუთრებული ხარ!შენ მიიქციე ჩემი ყურადღება!ახლა კი აარჩიე ეს წყეული კაბა!-ბოლოს მაღალი ტონით მითხრა,მეც პატარა ბავშვივით დავუჯერე და კაბის შერჩევა დავიწყე.
კაბა მალევე ავარჩიე დიდ ხანს არ მიყოყმანია,შემდეგ მოსამსახურემ ყავა და ფუნთუშა მომიტანა,მოსამსახურე ცოტა უხეში ნათქვამია მას დიანა ქვია,საკმაოდ საყვარელი ქალია
ნიკა-მე გავდივარ!-ნიკამ ეს თქვა და სახლიდან გავარდა.

ბოლოს მაინც შემიყვარებ!Where stories live. Discover now