.5.

27 5 1
                                    

იუნგი სახლში დილას, 10 საათზე დაბრუნდა. როუზს და ჯიმინს ეღვიძათ და ფილმს უყურებდნენ.

-როუზ, მოვედი. -გაისმა იუნგის ხმა. იუნგი მისაღებ ოთახში შევიდა და ჯიმინი დაინახა. -ჯიმინ, აქ რა გინდა?

-მე.. მე... -ჯიმინმა არ იცოდა რა ეთქვა.

-ის გუშინ აქ მოვიდა რომ ბოდიში მოეხადა და მერე ცუდად გახდა. მთხოვა რომ ღამე აქ გაეტარებინა. არაფერი დაუშავებია. -უთხრა როუზმა უემოციოდ.

-კაი, ახლა როგორც ჩანს კარგადაა და ჯობს სახლში წავიდეს.

-ნახვამდის, როუზ. -თქვა ჯიმინმა და სახლიდან გავიდა.

-როუზ, რამე რომ დაეშავებინა რას იზამდი? -ჰკითხა გაბრაზებულმა იუნგიმ.

-დამპირდა რომ თითსაც არ დამადებდა. -როუზი უემოციოდ ლაპარაკობდა.

-რა გარანტია გქონდა რომ ამ დანაპირებს შეასრულებდა? არ იცი როგორია? -იუნგი გაბრაზებული იყო და ხმამაღლა ლაპარაკობდა.

-იუნგი, ჯიმინი რომ დავინახე შენი იარაღი ავიღე და ვუთხარი თუ შემეხებოდა ვესროდი. შენი აზრით ამის მერე შემეხებოდა? -ცოტა ხმამაღლა უთხრა როუზმა.

-არა, იარაღი თუ გქონდა ნამდვილად არ შეგეხებოდა. -თქვა იუნგიმ. ამის შემდეგ კიდევ ილაპარაკეს ცოტა ხანს და შემდეგ ფილმი ჩართეს. 

-როუზ, დღესაც მივდივარ ჯენისთან და ღამით იქ დავრჩები. -უთხრა იუნგიმ ფილმის დასრულების შემდეგ როუზს.

-კარგი, კარგად გაერთეთ. -უთხრა როუზმა და სხვა ფილმი ჩართო. იუნგი მალევე წავიდა. როუზმა დორამის რამოდენიმე სერიას უყურა, შემდეგ მოსწყინდა და ინსტაგრამის თვალიერება დაიწყო. უეცრად ჯიმინი გაახსენდა, მისი პროფილი მოძებნა და მისწერა.

-ჯიმინ, შეგიძლია რომ ჩემთან სახლში მოხვიდე? მინდა რაღაც გითხრა. 

-შემიძლია. როდის მოვიდე? 

-ახლა. 

-ახლა? 

-ჰო, ახლავე. 

-კარგი, 10 წუთში მანდ ვიქნები. 

-კარგი.

როუზმა ტელეფონი გვერდზე გადადო და განაგრძო ტელევიზორის ყურება. რამოდენიმე წუთში ჯიმინიც მოვიდა და კარზე კაკუნის ხმა გაისმა. როუზმა კარი გააღო და ჯიმინი სახლში შემოვიდა.

-როუზ, რისი თქმა გინდოდა?

Don't Know, How?Where stories live. Discover now