შეინახე დანის საიდუმლო

Od Emolass99

4.6K 539 1.6K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... Více

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 46
თავი 47
თავი 48
თავი 49

თავი 45

122 10 16
Od Emolass99

თუ ჩვენ ცხოვრებას რაიმე საგანს შევადარებდი, ეს დაუსრულებამდე მიყვანილი პაზლი იქნებოდა.

რიუს და მატეოს ცხოვრებას იდეალურად ქცევამდე სწორედ ერთი დეტალი ეკლდათ. მე მათი ცხოვრების შესავსებად ბევრი დავთმე. პაზლის უკანასკნელ ნაწილში მოსარგებად ბევრი რამ მოვიკვეთე. ბევრი რამ შევცვალე, რომ მათ ცხოვრებაში გავრეულიყავი და იდეალურად მექცია, მაგრამ შედეგი მაინც ერთი მივიღე.

მე სრულიად სხვა სამყაროს ნაწილი ვიყავი. დაკარგულ დეტალს, უამრავი მცდელობის მიუხედავად ისე იდეალურად ვერ ვავსებდი, როგორც მათთვის განკუთვნილი დეტალი.

ვცდილობდი, მაგრამ ახლა ჩემ ცდასაც მოჰღებოდა ბოლო. დაკარგული დეტალი მის ადგილას დასაბრუნებლად მზად იყო, მე კი პატარა ნაფლეთად ქცეულს აღარც სხვისი ადგილის დაკავება და აღარც ჩემ სამყაროში დაბრუნება აღარ შემეძლო.

-მე წავალ, მატეოს დავაძინებ._დაკარგვის შიშით შეპყრობილმა ჩუმად ამოვილუღლუღე და რიუს უარყოფისგან მიღებული სიცივის ჩასაყლაპად ჩემი ყურადღება მთლიანად მატეოსკენ მივმართე.

ვგრძნობდი ორ წყვილ თვალს. ისინი იმ წუთს ჩემ წინაშე იმდენად გაზრდილიყვნენ თავს ჭიანჭველად ვგრძნობდი.

ვინ ვიყავი ამ სიტუაციაში?

რიუს ცოლი?

მატეოს დედა?

თუ ქალი, რომელიც მათი შვილის გაზრდასა და გაბედნიერებაზე უიმეოდ ოცნებობდა?

-დედა შეიძლება ბენმა ჩემ ლოგინში დაიძინოს?_ლეკვთან ერთად სირბილით გართულმა მატეომ უდარდელად ამომხედა და უცნობ ფიგურას მხოლოდ ჩემი წაშლილი გამომეტყველების შემჩნევის შემდეგ გახედა.

-შენ ხომ... იმ სურათში და ვიდეოში...

-მატეო ძილის დროა. მოდი შენ ოთახში წავიდეთ და ვნახოთ ბენი სად დაიძინებს._ჩაფიქრებულ მატეოს უფლება ვერ მივეცი სიტყვები ბოლომდე დაესრულებინა.

მის მიმართ დაგროვილი სიყვარული და ეგოისტობა საშუალებას არ მაძლევდა მომესმინა, ამდენი ხნის შემდეგ, როგორ დაუძახებდა მატეო დედას სრულიად სხვა ადამიანს.

- მას დედასაც ეძახის?_ზურგს უკან მოსმენილმა შეკითხვამ სულვილი გამიჩინა ოჯახისგან გაქცეულ ქალს მივბრუნებოდი და ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ეს მისი კი არა, ჩემი ოჯახი იყო.

მას პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა! ამის უფლება არ ჰქონდა! მან რიუ გატეხა და გაანადგურა. ვინ იცის რაში გაცვალა. არ უფიქრია შვილზე, რომელიც პირველი ამოსუნთქვის წუთიდან დატოვა. არ უფიქრია, როგორ გაიზრდებოდა და როგორ ადამიანად იქცეოდა, ამიტომ უფლება არ ჰქონდა პრეტენზია ჩემთან ჰქონოდა.

მისგან განსხვავებით მატეო მართლა მიყვარდა და ერთადერთი სურვილი რაც გამაჩნდა მის ცხოვრებაში უფრო ადრე გამოჩენა იყო.

პროტესტის ძლიერი ტალღის მძიმედ გადაყლაპვის შემდეგ მატეო სახლში დათრგუნულმა შევიყვანე და პირდაპირ მისი ოთახისკენ ავიღე გეზი.

არ ვიცი ეს ჩემი მდუმარების, თუ გარეთ ამოცნობილი ქალის ვინაობის დამსახურება იყო, მაგრამ ოთახში შესვლისას ჩემი ყურადღება მატეოს დანაღვლიანებულმა სახემ მიიქცია.

ჩაფიქრებულმა ლოგინის გადასაფარებელი მდუმარედ გადაწია, კარადიდან გამოღებული პიჟამა უცებ გამოიცვალა და ლოგინში ლეკვთან ერთად შეძვრა.

გარეთ რიუს და დაიანის საუბარი ჭკუიდან მშლიდა. ჩემში არსებული ცნობისმოყვარეობა მახრჩობდა. მაინტერესება რიუ, როგორ შეხვდებოდა იმ ფაქტს, რომ ამდენ ხანს ატყუებდნენ. მაინტერესებდა დაიანისადმი გრძნობები იმდენად ძლიერი, თუ იყო რომ მისთვის მალევე ეპატიებინა.

-წავალ, ბენისთვის წყალს და ცოტა საჭმელს მოვიტან._მატეოს მაშინვე ავუხსენი და ოთახიდან უკანმიუხედავად გამოვედი.

-არა, გაჩუმდი! იცი მაინც ეს შვიდი წელი რა გამოვიარე? _გარედან შემომავალმა რიუს ემოციურმა ყვირილმა უარესად დამასუსტა.

რა უნდა გამეკეთებინა?

-რიუ, უკვე აგიხსენი. ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა. მამაშენმა მაიძულა. უნდა წავსულიყავი და შენზე უარი მეთქვა. არ შემეძლო ეს სიტყვებით მეთქვა, ამიტომ...

-ამიტომ სიკვდილი გაითამაშე? იცი მაინც შენმა ამ თამაშმა რა გამიკეთა? შენი წყალობით შვილს ვერ ვუყურებდი. მასში შენი სიკვდილის მიზეზს ვხედავდი. თავს ვიდანაშაულებდი, რომ ჩემმა სურვილებმა მოგკლა. ჩემ შვილს შენ გამო მთელი ბავშვობა გავუნადგურე და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ვერ გაბედე მამაჩემის იძულების შესახებ გეთქვა!

რიუს განცდებისგან დამძიმებული ხმის მოსმენამ მატეოსთვის მიცემული პირობა სულ გადამავიწყა.

მათ დიალოგზე დამოკიდებული დერეფანის კედელს ზურგით მივეყრდენი და იატაკზე ზანტად დავეშვი.

რიუ გატეხილი იყო. ის ემოციები, რასაც დაიანთან მიმართებაში გამოხატავდა მხოლოდ იმაზე მეტყველებდა, რომ მის მიმართ გრძნობები ჯერ კიდევ გააჩნდა.

-ისე ნუ საუბრობ თითქოს დამნაშავე მხოლოდ მე ვიყო. გიყვარდი? ჩემზე ღელავდი? სახელის მოხვეჭის თანავე შენი ცხოვრებიდან მთლიანად ამომშალე. ხო რიუ. თვალს გადევნებდი. მიმტკიცებდი რომ ყველაფერზე მეტად გიყვარდი. მეუბნები, რომ მატეო ჩემგან დარჩენილი ერთადერთი ღირებული რამ იყო, მაგრამ რა გააკეთე? არსებობიდან მთლიანად ამომშალე. ახალი ისტორია შეთხზე. იშოვე ქალი, რომელიც უთავმოყვარეოდ მოიტყუებოდა, რომელიც ფულისა და სახელის გულისთვის მზად იყო თავი მატეოს დედად გაესაღებინა. მან ჩემი ისტორია მოიპარა! მუზეუმში შეხვედრა? ეს ჩემი და შენი ისტორია იყო და არა იმ უცხო ქალის, რომელსაც...

-არც კი გაბედო გრეისზე კიდევ ერთი ცუდი სიტყვა თქვა! ის ქალი ამას არ იმსახურებს! მიუხედავად იმისა, რომ მატეო მისთვის ერთი უცხო ბავშვი იყო, მის გაბედნიერებაში
გრეისს იმაზე მეტი წვლილი მიუძვის ვიდრე მე ან შენ! _გესლიანი სიტყვები გრეისს რიუმმაშინვე შეაწყვეტინა და უნებურად ამასლუკუნა.

მისთვის მხოლოდ მატეოს აღმზრდელი ვიყავი. დაიანთან კამათისას არცერთხელ უთქვამს, რომ ამ დროის განმავლობაში მისთვისაც ძვირფასი ვიყავი.

-სამწუხაროა. ალბათ ამას ბევრი ვერ გაიგებს, მას შემდეგ, რაც ნამდვილი ისტორიის შესახებ გახდება ცნობილი._დაიანის ხმა ცივი და უემოციო იყო.

არ ადარდებდა მათ თამაშში მოყოლილს რა ბედი მეწეოდა.

-სიმართლეს არ იტყვი დაიან! აქ რატომ მოხვედი? ფული გჭირდება? სახელი? თუ სკანდალი მხოლოდ იმიტომ, რომ გაქცევის მიუხედავად იმ წარმატებას მაინც ვერ მიაღწიე, რომელშიც ხელს მატეო შეგიშლიდა.

-გაინტერესებს რატომ დავბრუნდი?_დაიანის ხმა ბრაზისგან წამიერად დამძიმდა.-მე ჩემი ისტორიის დაბრუნება მინდა! მინდა მატეო დავიბრუნო და აქ სწორედ ამიტომ მოვედი! ორი არჩევანი გაქვს რიუ, მხოლოდ ორი. ან ამ ზღაპარს დაასრულებ, მამაშენს დაუპირისპირდები და აღიარებ რომ მამაშენის კარიერული სვლების გამო ერთად ყოფნას და სიმართლის თქმას ვერ ვახერხებდით, ან...

-გრეის, კარგად ხარ? ოთახში გელოდებოდი და..._წითელი პიჟამათი გამობაჯბაჯებულმა მატეომ უკმაყოფილო საუბარი მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი ატირებული დამინახა.

-დედა, რატომ ტირიხარ?_ შეწუხებულმა სახიდან ცრემლები პატარა ხელებით მაშინვე მომწმინდა და ჩემ გვერდით თვითონაც დაჯდა.

-ან რა დაიან? რას გააკეთებ? მიჩივლებ?_გაცოფებული რიუს ყვირილმა მატეო წამით შეაშინა.

-ზუსტად რიუ, გიჩივლებ და მატეოს ისე წავიყვან, რომ მას ვეღარასდროს ნახავ!_ნიშნის მოგებით ნათქვამმა სიტყვებმა გული გამიჩერა.

ამის გაკეთება მართლა შეეძლო?

-ამას ვერ გააკეთებ. გგონია შანსს ვინმე მოგცემს, როდესაც გაიგებენ, რომ ჩვენგან გასაქცევად სიკვდილი გაითამაშე?_კბილებში გამოცრა რიუმ და ჩემ შეკითხვას ნაწილობრივ უპასუხა.

-შენი აზრით, რომელი უფრო დიდი დანაშაულია რიუ. შანტაჟის მცდელობით ქმრისგან და შვილისგან გაქცევა, თუ ბავშვის წლობით არასათანადო პირობებში გაზრდა, საბუთების გაყალბება და გათამაშებული ქორწინება? აირჩიე რიუ, ან ამ თამაშს ჩემთან ერთად გააგრძელებ, ან მასაც დაკარგავ!

-გრეის, არ მინდა, რომ დედაჩემი ის გახდეს._ქალის მუქარით შეშინებული მატეო ჩემ კალთაში მოიკეცა და შეშინებული მთელი ძალით ჩამებღაუჭა.

-ყველაფერი კარგად იქნება პატარავ. ამაზე არ იდარდო._ჩემ განცდებში გაჭედილმა მატეოს თმაზე ფერება დავუწყე.

კიდევ ერთხელ.

მატეოს მისი ასაკის ფონზე იმაზე მეტი დაპრკოლების გადალახვა უწევდა, ვიდრე ზოგიერთ ზრდასრულს.

ის კი ამას არ იმსახურებდა.

მათი კამათი დროში გაიწელა. რაფაელის სიტყვებმა კი გამტკიცება დაიწყო. დაიანის მთავარი სურვილი და მოთხოვდა რიუსთან დაბრუნება და იმ სიმართლის აღიარება იყო, რომლის გამოც ლამის ჩემი იდენტობა დავკარგე.

მუქარა, რომელსაც რიუ იღებდა უსამართლო იყო. მართალი იყო, მან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ შვილი მართლა უყვარდა. დაიანს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მატეო რიუსთვის, რამდენად ღირებული ადამიანი იყო, ან იქნებ იცოდა კიდეც.

არჩევანს, რომელსაც ის ჩემ დანს სთავაზობდა სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ დაიანი რიუს ჯერ კიდევ ზედმიწევნით იცავდა.

-დავიღალე, აირჩიე რიუ. დრო ხვალ საღამომდე გაქვს. თუ ხვალ საღამოს ჩემ სასტუმროში არ მოხვალ, იხულებული ვიქნები საქმეში სასამართლო ჩავრიო.

კამათით დაღლილმა დაიანმა საბოლოოდ ამოიოხრა და რიუ სიტყვებისგან გამოცლილი მარტო დატოვა.

რა უნდა მექნა?

მეშინოდა. იმ დიალოგის და სიტყვების მეშინოდა, რომლებსაც აუცილებლად მოვისმენდი.

მასთან ერთად გატარებული დაუვიწყარი თვის შემდეგ მარტოობასთან დაბრუნება მომაკვდინებელ განაჩენად მესახებოდა, მაგრამ არც სხვა არჩევანი მქონდა. მატეოს ჩემზე მეტად მამა სჭირდებოდა.

ვინ იცის ჩემი წასვლისა და დაინის აქ დაბრუნების შემდეგ მათი ოჯახი მართლა ბენიერად ქცეულიყო. იქნებ ჩემ წასვლასა და განადგურებას რიუ და მატეო ბევრად ბედნიერ ადამიანებად ექცია?

სახლის კარის გაღების ხმამ სხეული უარესად დამიჭიმა.

სულ ცოტა რჩებოდა. სულ ცოტა იმისთვის, რომ რიუს ბოდიში და დაშორების შემოთავაზება მიმეღო.

გაქვავებულმა თვალებსა და ყელში მოწოლილი ურჩი ცრემლები მძიმედ გადავყლაპე, როგორც კი მაღალმა სხეულმა დერეფანში ნელა შემოუხვია და ჩვენი დანახვის შემდეგ მოპირდაპირე კედელთან ჩამოჯდა.

-დაეძინა._დაღალატებულმა და გულნატკენმა საუბრის წამოწყება სცადა და თითით მატეოზე მანიშნა.

ჩემ პატარა შვილობილს დარდისგან ჩემსავე კალთაზე ტკბილად ჩასძინებოდა, მის გვერდით მიცუცქებული ბენი კი ისე მიხუტებოდა, თითქოს მისი სხეულის ტემპერატურით ახალი მეგობრის გათბობას ცდილობდაო.

-კარგად ხარ?_მისი დანაღვლიანებული და გატეხილი სახით გულმოკლკლულმა გაუბედავად ვიკითხე და ტუჩზე დასასრულამდე მისული ურთიერთობისგან ამოტივტივებული ცრემლების შესაკავებლად ვიკბინე.

-თავს მოტყუებულად ვგრძნობ._დანანებით ჩაიცინა რიუმ  და მზერა მოურიდებლად გამისწორა.

-ამას არ იმსახურებდით._გულწრფელად ვაღიარე.

-როდის გაიგე?_მძიმე დუმილი რიუმ რამოდენიმე წუთის შემდეგ დაარღვია.

დავიძაბე. ვიცოდი სიმართლის თქმა გააბრაზებდა და იმედებს გაუცრუებდა, მაგრამ არც ის შემეძლო მეც მომეტყუებინა.

-ქორწილის მეორე დღეს._დასჯილი ბავშივით ჩავიბუტბუტბუტე და მისი დატუქსვის მოლოდინში თავი ჩავხარე.

ამას არ იმსახურებდა.

-ამიტომ იყო._ჩაფიქრებულმა ჩაიბუტბუტა და მოულოდნელი რეაქციით ჩემი ყურადღება მიიქცია.

-რა?
-ამიტომ იქცეოდი ასე. ამიტომ მომთხოვე ერთი თვე და ამიტომ გეპარებოდა ეჭვი ჩემ თითოეულ სიტყვაში.

იმედგაცრუებული ჩანდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს ჩემი მერყეობის ბრალი, თუ იმის, რომ მართალი ვიყავი, როდესაც ამ ურთიერთობის დიდხანს გაგრძელების იმედი არ მქონდა.

-ახლა რა იქნება? _გულმოკლულმა უიმედოდ ვიკითხე.

მზად ვიყავი პასუხის მოსასმენად?

მისი კარამელისფერი თვალები უჩვეულო სინანულითა და შიშით მაკვირდებოდნენ, ჩემი გული კი ამის გამო ყოველ წამს გაქცევის სურვილით მავსებდა.

-ჩვენ...

-კარგი, შემცივდა, მატეო ლოგინში უნდა დავაბრუნო, თორემ გაცივდება.

შიშით ავსებულმა პასუხის დაწყებამდე შევაჩერე, წამიერად ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ მოვიშორე და მატეო ხელში წვალებით ავიყვანე.

-გრეის..._სალაპარაკოდ მომზადებული რიუ უკან მაშინვე ამედევნა და მატეო ჩემიდან, მის ხელებში გადაიწვინა.

-მე წავიყვან._ჩემი ალეწილი სახის დანახვის თანავე შევნიშნე სათქმელი, როგორ შეცვალა და მატეო ოთახში დააბრუნა.

უკან აღარ გავყოლივარ. მზად არ ვიყავი მისი ტუჩებიდან უსიამოვნო დიტყვები მომესმინა.

მარტო დარჩენილმა დრო ვიხელთე. ჩვენ ოთახში ყოყმანის შემდეგ ავბრუნდი და ჩემი ნივთების ჩაბარგება განადგურებულმა დავიეყე.

ისინი ჩემ გარეშეც კრგად იქნებოდნენ. თავიდან დაიანთან პრობლემები ორივეს ექნებოდა, მაგრამ, შემდეგ ამას ერთად გადალახავდნენ.

-რას აკეთებ?_ოთახში შემოსულმა დანმა მაშინვე შეიცხადა და ჩემი ჩემოდნის დანახვის თანავე წარბები შეკრა.

-ამ თამაშს ზედმეტად შევყევით რიუ. იმდენად გავერთეთ, რომ რეალობის აღქმა დაგვავიწყდა. მე აქ მატეოს უსაფრთხოებისთვის უნდა ვყოფილიყავი, ახლა კი ჩემი საქმე დასასულს მიუახლოვდა. დაიანი დაბრუნდა და ჩემი სახლში დაბრუნების დროც მოვიდა._თავის გამართლება იმ სიტყვებით დავიწყე, რომლისაც თავადაც არ მჯეროდა.

-გრეის, ხვდები მაინც რას ამბობ?_გაოცებულმა და დაბნეულმა რიუმ ჩანთაში მორიგი წყება ტანსაცმელის ჩაწყობის თანავე მაჯებით დამიჭირა და მისთვის შეხედვა მაიძულა.

რას ვაკეთებდი?

ჩემ ეგოისტობას საშუალებას ვაძლევდი ტკივილი ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა და ყველაფერი თამაშისთვის იქამდე მიმეწერა, სანამ თავად რიუსგან მოვისმენდი იმას, რომ რეალურად არასდროს ვყვარებივარ.

მათ ვთმობდი. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიცოდი მატეოს ყველაზე მეტად მამა, რიუს კი მისი პატარა მავნებელი სჭირდებოდა. საკუთარ თავსა და გრძნობებს ისევ უკანა ფონზე ვწევდი და ამიტომ ვიმსახურებდი გულის გამხეთქავი სიტყვები ჩემი ცრუ გულგრილობით  თავიდან ამერიდებინა.

-მე და შენ, მატეოს უსაფრთხოების გამო ვიქორწინეთ. ჩვენ ამ თამაშს ავყევით, ერთადაც ვიწექით და ბედნიერ ოჯახობანას ვთამაშობდით, მაგრამ როგორც ყველაფერი სხვა, ეს თამაშიც უნდა დამთავრებულიყო. მე აქ მატეოს უსაფრთხოებისთვის მოვედი, მაგრამ ახლა ჩემი აქ ყოფნა საფრთხეებს ქმნის. ამიტომ ჩემი წასვლის დროა. ეს ხომ კარგია არა?  შენი საყვარელი ქალი სიკვდილს მოსწყდა და შენთან დაბრუნდა. შეიძლება ახლა გაბრაზებული ხარ, მაგრამ დროის გასვლის შემდეგ წყენა გადაგივლის და ისევ ბედნიერი იქნები._კიდევ ერთხელ გავიმეორე და ძალით, იმ ტკივილის გადასაფარად გავიღიმე, რომლის ატანაც უკვე აღარ შემეძლო.

რიუ დუმდა. ხელები ზანტად შემიშვა და დანანებით დამიწყო ურება.

მართალი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი სიტყვები მისგან არ მომისმენია, ეს პირველი ხელის გაშვებიდან ვიგრძენი.

როგორც არ უნდა ეუარა დაიანის უიმედო სიყვარულში თითქმის მთელი ათწლეული გაატარა, ჩემთან ერთად სამ თვეს ამ დროსთან არანაირი შანსები არ ჰქონდა და სწორედ ეს მანადგურებდა.

მორიგი დიალოგის თავიდან ასარიდებლად ტანსაცმელების მოზრდილ გროვას ერთიანად დავწვდი, ჩემოდანში ქაოსურად ჩავყარე სასწრაფოდ შევკარი და პირველ სართულზე სასწრაფოდ ჩავირბინე.

არაფერს ამბობდა. უკან სირბილით არ მომდევდა და არ მთხოვდა, რომ დავჩენილიყავი. არ მეუბნებოდა, რომ ჩემი სიტყვები ტყუილი იყო და მართლა ვუყვარდი.

ჩემში არსებული სუსტი გრეისი საჭიროებების მიუხედავად ელოდა რიუ საზღრებს, როდის გაკვეთდა და ბრძოლას ჩემთვისაც დაიწყებდა, მაგრამ ასე არ ხდებოდა.

მატეოს ოთახში მასთან გამოსამშვიდობებლად უკვე ტირილის პირას მყოფმა შევაბიჯე.

ის ჩემი არავინ არ უნდა ყოფილიყო. მატეო სრულიად უცხო ოჯახის ბავშვი იყო, მაგრამ მისი დატოვება გულს ისე მტკენდა, თითქოს საკუთარ შვილზე მიწევდა უარის თქმა.

-ძლიან მიყვარხარ და მომენატრები ჩემო პატარა._მის შუბლზე საბოლოოდ კოცნისა და ხორბლისფერ თმაზე მოფერების შემდეგ დავიჩურჩულე და ცრემლები კიდევ ერთხელ შევიმშრალე.

ჩემ ჩანთასთან დაბრუნებულს ადგილზე რიუ  დამხვდა. დასჯილი ბავშვივით ჯიბეებში ხელები ჩაელაგებინა და ქვემოდან გაუბედავად მიყურებდა.

-სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ბატონო რიუ. ვიცი ხანდახან ამის არ გჯერათ, მაგრამ კარგი ადამიანი ხართ და ეცადეთ თქვენი ბედნიერებისთვის ბრძოლა არასდროს შეწყვიტოთ._ხმა გაბზარულმა სევდიანად გავუღიმე, ფეხის წვერებზე სწაფად ავიწიე და საყვარელ კაცს ლოყაზე გამოსამშვიდობებელი კოცნა დავუტოვე.

ჩემი ქმედებით დაბნეულმა და დამუნჯებულმა რიუმ თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა. დამწუხრებულმა პირი, რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ ისევ დახურა და თვალი ამარიდა.

მისი უმოქმედობით განადგურებულმა კარი მაშინვე გამოვაღე და უკანასკნელი სამი საფეხური სასწრაფოდ ჩავირბინე.

ამდენი ემოციის ჩაყლაპვა აღარ შემეძლო. გულნატკენი ვიყავი და ერთადერთი რაც ახლა მინდოდა ტირილი იყო.

ისევ მარტო ვიყავი.

ამჯერად აღარც რიუ და მატეო მყავდა და აღარც დედა და და.

სრულიად მარტო ვიყავი და აღარც ვინმესთან მისასვლელი გამბედაობა მქონდა.

-არ შემიძლია გრეის!_ზურგს უკან გაგონილმა უეცარმა ძახილმა სუნთქვა შემიკრა.

-არ დამტოვო გრეის. _ჩემთან მორბენის თანავე აღელვებულმა დანმა ხელები ისევ დამიჭირა და ამღვრეული კარამელისფერი თვალებით ისე შემომხედა, თითქოს ჩემ ნაცვლად უიშვიათეს ბრილიანტს უყურებდა.

-რას აკეთებ რიუ?_მისი ემოციებით განადგურებულმა ამღვრეული თვალებით ვიკითხე და ამჯერად ჩემ ლოყაზე მობჯენილი ხელის გულის შეგრძნებისას თვალები მძიმედ დავხუჭე.

-მართალი ხარ. ყველაფერი მარტივად იქნებოდა თუ შენ გაგიშვებდი და დაიანთან ერთად ცხოვრებას გავაგრძელებდი. მართალი ხარ, შესაძლოა ჩვენი თამაში ახლა საფრთხეებს ქმნიდეს, მაგრამ არ შემიძლია. არ შემიძლია გაგიშვა გრეის დან. არ შემიძლია აქ დაიანთან ერთად დავბრუნდე და შენი დაკარგვის ტკივილი ყოველ წამს ავიტანო. არ შემიძლია დავუშვა, რომ შენი ეჭვები გავამართლო. მასში არ გაგცვლი!_ხმა გაბზარულმა ჯიუტად განმიცხადა და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლები სასწრაფოდ მომაშორა.

-მაგრამ რიუ, თუ მე არ წავალ...

-მატეოს სასამართლოს საშუალებით ხელახლა დავიმსახურებ. მნიშვნელობა არ აქვს ამ პროცესით რამდენად დავზარალდები ან მამაჩემის კომპანიას, რამდენად დავაზიანებ. ეს ყველაფერი არ მადარდებს. რთული იქნება. წარმოუდგენლად რთული, მაგრამ ერთადერთი რაც მჭირდება შენი გვერდში დგომაა გრეის. ჩემ გვერდით დარჩი. მითხარი რომ ბედნიერებისთვის მებრძოლა, უფლება არ მომცე რომ ამ ბრძოლაში მარტო დავრჩე კარგი?


ხალხებო მაპატიეთ ძალიან დამაგვინდა. მუშაობის გამო დრო საერთოდ აღარ მრჩებოდა. ახლაც გვიან ვდებ, მაგრამ ვარჩიე მაინც დამედო.

მოთხრობას რაც შეეხება. დასრულებამდე ბევრი აღარ დარჩა. ერთი ან ორი თავი. სიუჟეტის ხანგრძლივობით გადაწყდება ამიტომ შეემზადეთ დასასრულისთვის 🥹🥹

Pokračovat ve čtení

Mohlo by se ti líbit

675K 35.8K 20
𝐒𝐡𝐢𝐯𝐚𝐧𝐲𝐚 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 𝐱 𝐑𝐮𝐝𝐫𝐚𝐤𝐬𝐡 𝐑𝐚𝐣𝐩𝐮𝐭 ~By 𝐊𝐚𝐣𝐮ꨄ︎...
547K 45.3K 21
Indian Chronicles Book III My Husband, My Tyrant. When Peace Becomes Suffocation. Jahnvi Khanna has everything in her life, a supporting family, a hi...
732K 21.2K 23
Beau HATES Oliver Fowler. But Oliver doesn't hate Beau.. quite the opposite actually. Oliver is the univeristies 'Golden Boy', adored and admired by...
1.8M 45.7K 67
When Ana confronts her new neighbour after being kept up all night by his sex noises, she's mortified to discover he's none other than Freddie-the po...