Constraint.

By jjkpjmm

21.6K 1.8K 415

ჯონგუკი ხვდება პაკ ჯიმინს,მაგრამ ჯონგუკს საერთოდ არ მოსწონს ის. მასში არის რაღაც ისეთი.. ჯონგუკი ვერ იტანს მა... More

2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12. THE END

1. Welcome to Bangtan.

3.6K 190 36
By jjkpjmm

ჯონგუკი ახალგაზრდაა და გაცნობიერებულია მის დაბნეულობაში და იცის,რომ ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებს იღებს,მაგრამ ამას არასდროს აღიარებს. ის 19 წლისაა,მაგრამ ამის მიუხედავად ბევრი რამ აქვს გადატანილი. არასდროს იცის სად აღმოჩნდება და არ არის დარწმუნებული როგორი მომავალი ელის წინ. მაგრამ მან იცის,ზუსტად იცის,რომ - ის გეი არაა.

ჯონგუკი არ არის ისეთი ადამიანი,რომელიც იძულებს ადამიანს,რომელზეც წესიერად არაფერი იცის,მაგრამ უცნობი მიზეზების გამო,მას საშინლად არ მოსწონს - პაკ ჯიმინი. ჯონგუკმა მხოლოდ მისი სახელი იცოდა და ის,რომ კარგად ცეკვავდა. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი ინფორმაცია იმისთვის,რომ ადამიანის მიმართ ნეგატიური განწყობა გქონოდა.

რათქმაუნდა,ჯიმინმა არ იცოდა,რომ ჯონგუკს არ მოსწონდა. მან საერთოდ ჯონგუკის შესახებაც არ იცოდა. ჯიმინს გაგონილი ჰქონდა მის შესახებ,მაგრამ მათი ურთიერთობა ამაზე შორს არ წასულა. მათ მხოლოდ ის იცოდნენ ერთმანეთის შესახებ,რაც სხვებისგან ჰქონდათ მოსმენილი.

ჯონგუკს კარგი რეპუტაცია ჰქონდა. ის დადიოდა სკოლაში და შესანიშნავი იყო იმ საგნებში,რაც სხვებს დიდად არ გამოსდიოდათ. ჯონგუკი ჩუმი იყო,ტალანტი ჰქონდა,ის ცეკვავდა,მღეროდა,ხატავდა და რამდენიმე სპორტშიც კარგი იყო. სამეგობრო წრეში ყველაზე ჭკვიანი ის იყო და ყველა პატივს სცემდა მის ტალანტს.

ამბობდნენ,რომ ჯონგუკმა არ იცოდა საქმის გაფუჭება,მაგრამ რეალურად მისთვის ნაცნობია,როგორია დამარცხება... ამიტომაც მუშაობდა თავის თავზე ბევრს. ჯონგუკს უყვარდა,როცა აქებდნენ. ძალიან მოსწონდა ეს.

ამან დაეხმარა გაგრძელებაში, ამიტომ გვირგვინსაც შეინარჩუნებდა და იქ იქნებოდა,სადაც მისი ადგილი იყო. მას ნამდვილად არ აწყობდა,რომ გამოჩენილიყო ვინმე და მისი გვირგვინი სხვის ხელში გადასულიყო.

იმის მიუხედავად,რომ რამდენიმე რამ კარგად გამოსდიოდა,ყველაზე მეტად ცეკვისკენ იხრებოდა და ამისთვის მიზეზიც ჰქონდა. როცა ცეკვავს,ის თავისუფალია,მისი თავია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ჯონგუკი თითქოს მისი სხეულის ყველა ნაწილს იყენებს ცეკვის დროს და მას ყველაზე კარგად შეუძლია გამოხატოს თავისი ემოციები მაშინ,როცა ცეკვავს.

ზოგჯერ ეს მისთვის ეროტიულია. უყვარს მისი თავის ყურება,როცა ცეკვავს. იმდენად სიამოვნებს ეს,რომ მის თავს კარგავს,ბოლომდე შეიგრძნობს მოძრაობებს და მათ ქარიზმას აძლევს.

ეს ყოველთვის ასე იყო. ჯონგუკს საშინლად სიამოვნებდა,როცა ხალხი მას გაოცებული უყურებდა. როცა მისი შურდათ და როცა აქებდნენ,რომ ის სრულყოფილების განსახიერება იყო მხოლოდ იმიტომ,რომ რასაც ჯონგუკი აკეთებდა ძალიან სასიამოვნო იყო ხალხისთვის მითუმეტეს,როცა ჯონგუკი ამას ადვილად და ბუნებრივად აკეთებდა.

ჯონგუკის რეპუტაცია შედარებით უფრო უმნიშვნელო იყო მისთვის,ვიდრე მისი გუნდი – ბანთანი. ბანთანი ჯონგუკისთვის ოჯახია. ძალიან ცოტა რამ იყო ჯონგუკისთვის ისეთი მნიშვნელოვანი,როგორიც მისი სიყვარული და ერთგულება ბანთანის მიმართ.

და შემდეგ არის ჯიმინი. ბიჭი,რომელსაც ალბათ ხატვა არ გამოსდიოდა,არანაირი სიმღერის ტალანტი არ ჰქონდა,სპორტით დაკავებული არ იყო და მისი ნიშნები საშუალო. ჯონგუკს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა იმისა,რომ მისთვის შეეხედა ან ცოდნოდა,რომ ის საერთოდ არსებობს.

ჯონგუკი არასდროს შეხვდებოდა მას,რომ არა ჰოსოკი – მისი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი და მთავარი ადამიანი,რომელსაც ჯონგუკი მისი ცეკვისადმი სიყვარულს უზიარებდა. ის იმ ადამიანებიდან ერთ ერთი იყო,რომლის მოთმენაც ჯონგუკს შეეძლო და ერთ ერთი იმ ადამიანებიდან,რომელიც იმდენად კარგი იყო იმაში,რასაც აკეთებდა,რომ ჯონგუკი არ თვლიდა საჭიროდ მასთან კონკურენციის გაწევას,რადგან ჯონგუკმა იცოდა,რომ ჰოსოკი უკეთესი იყო.

ჰოსოკი ყოველთვის ამბობდა,რომ ჯიმინი მათი გუნდისთვის შესანიშნავი ვარიანტი იყო.

ჯონგუკს საჭიროდ არ ჩაუთვლია იმ ადამიანის სახელის დამახსოვრება,რომელსაც ჰოსოკი გაუჩერებლად აქებდა. უბრალოდ იცოდა,რომ ჰოსოკის მეგობარი იყო და ჰოსოკმა ის მოიწვია ამ თვეში გამართულ მიღებაზე.audition)

ჯონგუკმა იცოდა, რა უნდა მოეძებნა მოცეკვავეში. მას ჰქონდა კარგი ატმოსფერო, სტილი და გარეგნობა და ამაზე ნაკლებს არ ელოდებოდა. ამიტომ არ ღელავდა ბიჭზე. ბარიერი მაღალი იყო და ჰოსოკის მეგობარი ვერ გადალახავდა.

ის საერთოდ არ ღელავდა,სანამ ბიჭის მოძრაობები არ დაინახა. ახსოვს, როგორ მივიდა ის და ჰოსოკი სტუდიაში გაკვეთილების შემდეგ. ჯერ არც კი დაწყებულა და უკვე მობეზრებული ჰქონდათ. ახსოვს როგორ ფიქრობდა,რომ ბიჭს მხოლოდ ლამაზი სახე ჰქონდა.

ჯიმინი დაბალი იყო,საყვარელი. ის ისეთი მორცხვი იყო,რომ ჯონგუკმა დარწმუნებით იცოდა მათ წინ ისე თავდარეჯებულად ვერ იცეკვებდა,როგორსაც ისინი ელოდნენ. მხოლოდ ამის გამო,ჯონგუკი მზად იყო მისთვის უარი ეთქვა.

შემდეგ,ჯიმინი ცეკვდა და ჯონგუკი გამწარებული იყო. როგორ სრულყოფილად მოძრაობდა, მისი კიდურები იმდენად თავისუფლად მოძრაობდნენ,რომ შეგეძლო მისი ყოველი მოძრაობა,ბარძაყები და მთლიანად ტანი შეგექო..ჯანდაბა. ის მარტო კარგი არ იყო, ისეთი ცეკვის სტილი ჰქონდა,რომ შეეძლო გოგო ერთი შეხედვით დაეკერა,რაც აქამდე მხოლოდ ჯონგუკს და ჰოსოკს შეეძლოთ.

ბიჭი ცეკვის დროს მთლიანად გარდაიქმნა. მისი სიმორცხვე სრულიად დადნა და დატოვა მხოლოდ თავდაჯერებულობა,რომელმაც ჯონგუკს სუნთქვა შეაწყვეტინა.ჯონგუკმა დაძაბულობა იგრძნო,როცა ჯიმინის ეშმაკური ღიმილი დაინახა სახეზე რამდენიმეჯერ. ჯიმინის კბილები მის ქვემოთა,დიდ ტუჩს კბენდა,როცა ბარძაყებს ამოძრავებდა და ამას სიმღერის რიტმს ამთხვევდა. იმდენად სუფთად მოძრაობდა მუსიკაზე,რომ ჯონგუკს მოუნდა ადგომა,მეცადინეობა,რომ გაუმჯობესებულიყო.

ჯიმინი ჯონგუკის ყურადღებას ინარჩუნებდა.

ჯონგუკმა შორიდან ჯიმინის მთელი სხეული აითვისა. ბიჭს ცეცხლოვანი ფეხები ჰქონდა,ეტყობოდა,რომ წლებია რაც ცეკვავდა. ჯონგუკი დაინტერესდა როგორ ჩაეტია ბიჭი ამ ჯინსებში და როგორ არ გაიხა ის აქამდე. ის ძალიან მოხდენილად და იდეალურად ცეკვავდა,შეუფერხებლად და ნერვიულობის გარეშე..

ჯონგუკს უნდოდა,რომ მისი ჯინსები გახეულიყო..ამდენად გამწარებული იყო ის.

ჯონგუკი დაკარგული და დაჰიპნოზებული იყო. ჯიმინის თმებმა დაფარეს მისი თვალები. მან ხელი მოკიდა მაისურს და როცა აიწია,გამოაჩინა მისი იდეალური პრესი სიმღერის მოულოდნელ რიტმთან ერთად.ჯონგუკს აღარაფერი ესმოდა – მხოლოდ ზარის დაცემის ხმა,თითქოს დრო გაჩერდა.

ის კარგია...ჯონგუკმა დასკვნა გამოიტანა. ჯანდაბა,ძალიან კარგია.

როგორც კი სიმღერა დამთავრდა,ის აზრზე მოვიდა. უკაცრავად...? ჯონგუკმა ტუჩები აილოკა,სახიდან თმები მოიშორა და ჯიმინს ახედა,რომელიც მათკენ მოდიოდა. ის კმაყოფილი ჩანდა.

ის უფრო ღრმად სუნთქავდა და მისი თმები ოფლისგან სველი იყო,მაგრამ ის..მაინც...კარგად გამოიყურებოდა.. ჯონგუკს ვერ გაეგო. ოფლი არასდროს იზიდავდა მას,მაგრამ..შეიძლება...

ჯიმინმა გაიღიმა,შეეკითხა როგორი იყო და ჯონგუკი ისევ ცდილობდა მისი აზრები თავისთვის შეენახა. ჰოსოკი აფორიაქებულია და ამას მაშინვე გამოხატავს ყველანაირი სირცხვილის გარეშე. ჯონგუკი ამას არ აკეთებს...მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას,რომ არ ეთანხმება. ჯიმინი შესანიშნავი მოცეკვავეა.

მას გონებაში სიტყვა ''ლამაზი'' მოსდის,მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევს. ის ამ სიტყვას მხოლოდ აუცილებელ ან იდეალურ ნივთებზე/ადამიანებზე იყენებს,როგორიცაა მისი სკეიტბორდი,ტელეფონი,ლეპტოპი და დედა.. ზოგჯერ მისი შავი კატა. ჯიმინისთვის არ არის ადგილი ჯონგუკის ''სილამაზეების'' ოთახში.

– ასაკი? – კითხულობს ჯონგუკი,როცა აზრზე მოდის.

– 21. – ჯიმინი პასუხობს და მისი ყურადღება ჰოსოკიდან,რომელიც აქებდა მას,ჯონგუკისკენ გადმოდის.

ჯანდაბა,ჯონგუკს უნდა მოესმინა ჰოსოკისთვის,როცა ბიჭზე ლაპარაკობდა. როგორ გამორჩა? ის მასზე უფროსია? ეს თქვა ოდესმე ჰოსოკმა? საერთოდ,როგორ შეიძლებოდა ვინმე,ასეთი პატარა და ნაზი მასზე უფროსი ყოფილიყო?

– სადმე მუშაობ? – გააგრძელა ჯონგუკმა.

– კი.

ჯონგუკი ჯიმინს უყურებს და დეტალებში ელოდება პასუხს. როცა ჯიმინი აცნობიერებს,რომ ჯონგუკმა ეს კითხვა უფრო მეტი ინფრომაციისთვის დაუსვა,ჯიმინი ლაპარაკს აგრძელებს. ჯონგუკს ჯიმინის ხმა თაფლს აგონებს.

– მაღაზიაში ვმუშაობ სკოლის შემდეგ.. 4დან 9 საათამდე.შაბათ კვირას ყოველთვის თავისუფალი ვარ.

– გაკვეთილებზე რას იტყვი?

– კლასები უმეტესად დილით მაქვს,პირველიდან სამამდე,გარდა სამშაბათის და ხუთშაბათისა,ამ დღეებშ ხუთიდან შვიდამდე მაქვს. ასევე ამ დროს მაღაზიაშიც ცოტახნით ვრჩები.

– ვარჯიში არის ყოველ დღე კვირის,ორშაბათის და ხუთშაბათის გარდა. შვიდიდან ათ საათამდე ან თერთმეტამდე კვირის დღეებში,ხოლო შაბათკვირას 4დან 8მდე ან 9მდე. – აგრძელებს ჯონგუკი, – თუ რამე შეიცვლება,მე ან ჰოსოკი გავაფრთხილებთ ყველას. შენი კლასი ზუსტად მაშინ მთავრდება,როცა ჩვენ ვიწყებთ ვარჯიშს სამშაბათობით,ამიტომ გაპატიებთ ოდნავ გვიან მოსვლას. ყველაფერი გასაგებია?

– დიახ. – პასუხობს ჯიმინი,ნაზად იცინის და ჯონგუკს თვალებში უყურებს,რაც უმცროს ბიჭს არ მოსწონს. ჯონგუკი საუკეთესოა თვალებით კონტაქტში,მაგრამ ჯიმინი ზედმეტად თავდაჯერებულია და მსხვერპლის როლს სულაც არ თამაშობს.

– შენი გრაფიკიდან ბევრი დრო მიგვაქვს.. არ გეტყვით,რომ კლასები გააცდინო და გაგიგებთ,თუ სამსახურიდან არ გამოგიშვებენ.. მაგრამ არ გაპატიებთ ჩვენს ჯგუფზე ზურგსუკან ლაპარაკს,რომ დიდი დრო მიგვაქვს და რომ შენთვის ძნელია გამკლავება.

– გუკ.. – ჰოსოკი ჩაერია საუბარში,მაგრამ ჯონგუკმა თავი გააქნია.

– უნდა იცოდეს,სად მოდის. – აცხადებს ჯონგუკი და მისი ყურადღება ისევ ჯიმინისკენ გადადის, – ჯგუფს სერიოზულად აღვიქვამთ და იმის ადგილი,ვინც ამას ასე არ აკეთებს,აქ არ არის.

– მინდა,რომ ვიცეკვო და მინდა ეს გავაკეთო იმ ადამიანებთან,რომლებიც ისე სერიოზულად უყურებენ ამ ყველაფერს,როგორც მე. გავიგე,რომ ეს ადგილი ჩემთვისაა..– ჯიმინი ალაპარაკდა, – მაღაზია კიდევ ოჯახისაა და გამიგებენ.

– კარგია, – პასუხობს ჯონგუკი და შემდეგი კითხვა მოსდის თავში, – ოდესმე სცენაზე ყოფილხარ?

– კი.

– სოლო თუ ჯგუფი?

– ორივე.

– სხვებთან ურთიერთობა კარგად გამოგდის?

– რათქმაუნდა.

ჯონგუკი თვალებს ახამხამებს. ისინი ერთმანეთს თვალს არ აშორებენ,მაგრამ თუ ეს ხდება,ამას ჯონგუკი არ აკეთებს. დიდი პაუზის შემდეგ ჯონგუკი თავს აქნევს და ლაპარაკს აგრძელებს.

– კარგი, თუ ვარჯიშს გააცდენ,წინასწარ გაგვაფრთხილე მე ან ჰოსოკი. რასაც გამოტოვებ,შენით დაგვეწევი. კიდევ ვიმეორებ,გაცდენის გამო არ გაგაგდებთ,მაგრამ შენი გაგდება მოგვიწევს თუ ვერ დაგვეწევი და ვერ აითვისებ,გასაგებია? – ჯონგუკი დგება.

– გასაგებია. – ჯიმინმა უპასუხა.

–ვარჯიში შემდეგ სამშაბათს იწყება,რომელ საათზე? – ჯონგუკი კითხულობს,თავს გვერდით აბრუნებს,აინტერესებს ჯიმინი უსმენდა თუ არა,როცა ყველაფერს უხსნიდა.

– შვიდი.

ჯონგუკი ჯიმინს მაშინაც უყურებს,როცა ის პასუხობს. იცის,რომ უხეშად იქცევა,მაგრამ ასეა საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა ჯიმინი კარგი მოცეკვავეა თუ არა,ის სასარგებლო უნდა იყოს და არა ზიანის მომტანი.

ერთი წუთის ყურების შემდეგ,ჯონგუკი თავს უხრის ჯიმინს და მასთან მიდის,ამიტომ ის უფრო ახლოს ჩნდება და ახლოდან ხედავს როგორი იდეალური კანი აქვს ბიჭს.იმდენად ახლოსაა,რომ შეამჩნია ჯიმინის ღია მწვანე ლინზები და შავი ლაინერი. ჯონგუკის მუცელი სასაცილოდ იქცევა. ალბათ ახლა რაღაც ძალიან არამიმზიდველი უნდა გააკეთოს და საპირფარეშოში გავიდეს..ხო..ზუსტად.

– კარგი.. – პასუხობს ჯონგუკი,ტუჩს კბენს და ჯიმინს ზემოდან უყურებს. მას ეს მოსწონს,უფროსი ბიჭი მასზე გაცილებით დაბალია, – კეთილი იყოს შენი მობრძანება ბანთანში.

___________________________
ახალი ფიკი 😊 ფიკი ნათარგმნია ინგლისურიდან.

დამიწერთ,რას ფიქრობთ.🥺💞

Continue Reading

You'll Also Like

675K 22.1K 80
Follow the story of Cathy Potter as she and the entire school of Hogwarts sees what their future has in store for them... Best Rankings: #3 - Lily Ev...
136K 8K 95
"Great news! Wei WuXian has died!" "Wait- WHAT?!" "But I'm still here." The juniors (Lan Sizhui, Lan Jingyi, Jin Ling, and Ouyang Zizhen) accidentall...
205K 12.4K 26
"i accidentally dropped four true love's arrows on earth which hit the mikaelson brothers. oops." IN WHICH Cupid accidentally shoots four arrows of t...
63.7K 1.7K 33
𝐈𝐍 𝐖𝐇𝐈𝐂𝐇, Victoria Perez goes to the love island villa to find love.