꧁დაფარული: სიკეთე და ბოროტება꧂

Autorstwa AnamariaAbuselidze

635 118 31

ოლივია ღრუბლების სამეფოში ყველაზე ნაზი,საყვარელი და ჭკვიანი გოგოა. მალე ის უნდა გათხოვდეს თუმცა სანამ გათხოვდ... Więcej

თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
Თავი 12
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 1
თვი 24
თავი 25
თავი 26

Თავი 13

21 5 2
Autorstwa AnamariaAbuselidze

ვერასდროს წარმოვიდგენდი ამდენ ადამიანს,მაგრამ ახლა ჩემი თვალით ვხედავ დაახლოებით მილიონ ბოროტ მათგანს.
ყველას შავები აცვია,ცივი საზოზღარი მზერა რომლითაც დარბაზში შესვლისას მიყურებენ არც მაშინ შორდებათ როცა ფეხის ათრევით შემაღლებულ ადგილას ავდივარ სადაც ოუენი მხვდება.
ისევ შავები აცვია,თვალები არ უჩანს ისევე როგორც მე არ მიჩანს მხოლოდ ერთი თვალი რადგან თმა მაქვს ჩამოფარებული.
როგორც ჩანს ჯერ დედოფლად კურთხევაა და შემდეგ ქორწილი რადგან მაგიდაზე რომელიც იქვე დგას ვამჩნევ ზუსტად იდენტურ გვირგვინს და ხანჯალს.
ხანჯლის დანახვაზე ხელები ოდნავ მიკანკალებს მაგრამ ვცდილობ გავჩერდე,რადგან ვიცი რომ ამ ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ მოვკლავ.
უკან ვტრიალდები და ვხედავ რომ ყველა თვალი მე მიყურებს. სახეებზე ვაკვირდები:
მათ უმეტესობას იარები ემჩნევა.
მალე დარბაზში  მაგიდის უკან მყოფი ორფრთიანი კარიდან ვიღაც ქალი შემოდის.
მას ნაცრისფერი კაბა აცვია და ამ სიბნელეში ვარსკვლავივით ანათებს.
ის ხელში გვირგვინს იღებს და ოუენს აწოდებს.

-გამარჯობა,საზიზღარო ბოროტებო!-მის ამ შეძახილს კმაყოფილი სტვენა მოყვა-როგორც იცით ჩვენმა ყველაზე სასტიკმა მმართველმა ოუენმა დინასტიის გაძლიერების მიზნით ასევე სასტიკი მმართველის ქალიშვილი ქალბატონი სალინდას-ამაზე ხმა აღარ ამომიღია როგორც ჩანს ქვეყანას ვერასდროს დავარწმუნებ რომ  სალინდა კი არა ოლივია მქვია- ცოლად მოყვანა განიზრახა.
როგორც ვხედავ დარბაზში ახალბედებიც არიან რომელთაც არ იციან აქ რა ხდება მე კი აგიხსნით.
ქალბატონი სალინდა რომ დედოფალი გახდეს მას თვით ოუენმა უნდა დაახუროს გვირგვინი რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოიხსნის ან თუ მოიხსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში როცა ძლიერ შეაწუხებს და არავინ დაინახავს.ამის შემდეგ უკვე დედოფალი ხანჯლით კლავს ადამიანს თუმცა არა ნამდვილ ადამიანს რადგან ეს უნდა იცოდეთ მაგრამ მაინც გეტყვით როცა ღრუბლებიდან ადამიანი მიწაზე ხვდება მას მარადიული სიცოცხლე ენიჭება ხოლო ღრუბლებში მარადიული სიცოცხლის მქონე მხოლოდ ერთია აბა ერთად ვთქვათ!

საზიზღარი დეივი!-იჭექა დარბაზში, ამის გაგონებისას გულისრევის შეგრძნება მქონდა და ამ უკვდავებზე ძალიან გავბრაზდი.

-მაგრამ უნდა იცოდეთ-აგრძელებს ქალი-ის ჩვენ ვერ მოგვერევა!
მერე კი როცა უკვდავს მოკლავს წვეულება იქნება და ესეც ჩვენებური ქორწილი! იმედია კარგად აგიხსენით.
-დარბაზმა ისევ იჭექა.(ასე თუ გააგრძელეს შეიძლება დავყრუვდე)

დარბაზში ოდნავი სინათლე მხოლოდ ფანჯრიდან შემოდიოდა რომელსაც ფარდა ეკეთა მაგრამ ჭუჭრუტანები მაინც ქონდა.
დანარჩენი სიშავეში ჩაძირულიყო.
მაგიდას შევხედე შემდეგ ქალს და ზიზღნარევი მზერა ვესროლე შემდეგ კი ოუენს ხელებზე ავხედე. გვირგვინი ზევით აღმართული ეჭირა და ხალხს აჩვენებდა.

-ოუენს დიდება!

-ყველაზე სასტიკი მმართველი!

ისმოდა დარბაზში ასეთი და სხვა უამრავი შეძახილი.
შემდეგ ოუენმა გვირგვინი ჩემკენ მოატრიალა და მართალია თვალებს ვერ ვხედავდი მაგრამ ვიგრძენი მათი მწველი მზერა რომლითაც მათვალიერებდა თმის ღერიდან ფეხის თითამდე.

ჩემკენ წამოვიდა და გვირგვინი დამახურა.
დარბაზში გაისმა  სტვენა,ყვირილი,ტაში და ასეთი რამეები.

მე კი
საუკუნეების ძალა ვიგრძენი.ეს ისეთი ამაღელვებელი იყო რომ ტირილი მომინდა.მივხვდი საუკუნეების წინ  გაკეთებული გვირგვინი მეკეთა რომელიც უეჭველი აქამდე უამრავ დედოფალს ეკეთა და რომელიც ადასტურებდა რომ ბოროტების ახალი  დედოფალი გავხდი(ბოლო ფაქტი როცა გავიაზრე ზიზღი მომაწვა)
გვირგვინი ზუსტად იდენტური იყო ოუენისა რაც თანასწორობაზე მიანიშნებდა.
ხელი მოვკიდე და მოხსნა შევეცადე მაგრამ ვერ მოვიხსენი!
ეტყობა ეს ქალი მართალი იყო მე კი ხუმრობა მეგონა!
პანიკამ მომიცვა იქნებ ვეღარ მოვიხსნა? სამუდამოდ ესე უნდა მეკეთოს?
ოუენმა ჩემ სახეზე პანიკა რომ დაინახა ჩემიენ გადმოიწია და ყურში ფრთხილად ჩამჩურჩულა
-ნუ ღელავ როცა არავინ გიყურებს მაშინ შეგეძლება მოხსნა

ცოტათი შვებით ამოვისუნთქე მაგრამ ეს ყველაფერი მალევე გაქრა როცა ქალის ხელში ხანჯალი დავინახე რომელსაც ჩემკენ იწვდენდა.
მალევე დარბაზში შემოიყვანეს ულამაზესი გოგონა,პატარა,ქერათმიანი,როგორც ჩანს უდედმამო რადგან სულ დახეულ,ჩამოძონძილი ტანსაცმელი ეცვა .
მცველებს არ უძალიანდებოდა როცა მათ ბორკილებით მოყავდათ, რომელიც გამობმული იყო კისერზე ფეხზე და ხელებზე.
ტირილი მინდოდა როგორ მოექცნენ ამ პატარა უსუსურ გოგონას ეს ამდენი ბორკილები მაინც რა საჭირო იყო.
მალე გოგონა აქ ამოიყვანეს ბორკილები მოხსნეს და წინ ფეხისკვრით წინ გამოაგდეს.
პატარა ძირს დაეცა,იმდენად სუსტი იყო საკუთარ ამ მცირე წონასაც ვერ უძლებდა.როგორც ჩანს სასტიკ პირობებში ამყოფებდნენ და წესიერად არც აჭმევდნენ.

გოგონას თავი იატაკთან ჩაექინდრა და ხელებს ეყრდნობოდა.
მცველმა მას დაარტყა  რამაც პატარას აიძულა უფრო ახლოს მოსულიყო და მალევე ჩემთან ორი ფეხის ნაბიჯზე იჯდა.
თვალებში შემომხედა ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს მეორე,დაფარულ თვალსაც ხედავდა მის თვალებში ამ ცისფერ ზღვასავით მოკრიალე თვალებში ჯერ კიდევ ეტყობოდა ნაპერწკლები იმედის რომ შესაძლოა გადარჩენილიყო(მე ყოველ შემთხვევაში ასე მეგონა)

-გამარჯობა-ჩაილაპარაკა იმდენად წვრილი ხმით რომ ძლივს გავიგონე მაგრამ როცა გავიგონე უკვე გამოსახულება აირია რადგან ცრემლები მომაწვა მისი ამ სუსტი ხმის გაგონებაზე მეორე მხარეს შევტრიალდი რომ ამ საზიზღარ,საშინელ,ბოროტ არსებებს არ დაენახათ ჩემი ტირილი ამ დროს ქალი ხალხს რაღაცას ეუბნებოდა და ისინიც ყვიროდნენ მაგრამ მე კარგად არაფერი მესმოდა.
ცრემლები ხელებით მოვიწმინდე და მოვტრიალდი.
გოგონა ისევ ისე იყო როგორც წეღან.
ხელებს ეყრდნობოდა და მე მიყურებდა თავაწეული.

-როგორ გაბედე შენ შტერო ბავშვო რომ დედოფალს გამარჯობა უთხარი?-მცვრლმა ისევ დაარტყა ამჯერად მუცელში მან ხელები დაიდო რომ ტკივილი შეემსუბუქებინა ვერ ვხედავდი ოუენს მაგრამ ვგრძნობდი რომ ისიც გაფაციცებით უყურებდა ყველაფერს.
ისევ ტირილი მინდოდა მაგრამ შევიკავე და ჩავიმუხლე რომ გოგონასთან ახლოს მივსულიყავი.ხანჯალი ქალს ისევ ხელში ეჭირა.
-გამარჯობა-ვუთხარი იმდენად სუსტი ხმით რომ სხვას ვერავის გაეგო ჩემ და პატარას გარდა.
დავინახე ცრემლები როგორ მოიწმინდა და ამის გამო სხეულში წვა ვიგრძენი.
შემეცოდა,დარწმუნებული ვიყავი ეს ბავშვი კეთილი იყო და არა ბოროტი.შესაძლოა საერთოდ ამის გამო აწამეს.
რომ დავაკვირდი ხელებზე,ფეხებზე და მთელ სხეულზე რომელიც დახეული ტანსაცმლის უკან უჩანდა სულ დალურჯებული იყო.
ის დაახლოებით 6 ან 7 წლის იყო და ამ ფაქტის გამო მცველების მოკვლა მომინდა.
-მე შეიძლება რაღაც გთხოვოთ?-მითხრა ისევ სუსტი ხმით და თვალებში სრული სიცივე ჩაუდგა.
-კი,მითხარი-მივხვდი როგორ უჭირდა ლაპარაკი,ტუჩები გაშავებული და გაფითრებული ქონდა.
-მე...მე მინდა რომ ეს ცხოვრება დასრულდეს-ცრემლები წამომივიდა მაგრამ მივხვდი ვერავინ მხედავდა ამჯერად ყველას ყურადღება ქალზე და ოუენზე იყო მიმართული.
-რა თქმა უნდა დასრულდება მე შენ გაგანთავისუფლებ-ვუთხარი სწრაფად  და მისი პატარა ხელები ჩემ ხელებში მოვიქციე
-არა თქვენ ვერ მიხვდით მე...მე გთხოვთ რომ მომკლათ.-სრული სიმშვიდით ლაპარაკობდა და ამან უფრო გააფართოვა ყელში მოწოლილი ბურთი რომელიც საშუალებას არ მაძლევდა მელაპარაკა.
-არა,არა ,არა და არა-(თავს იმდენად სწრაფად ვიქნევდი მოგვიანებით გაოცებული დავრჩი თავი რომ არ მომძვრა) ხმა გამებზარა, და ავტირდი.
დარბაზს გავხედე და ერთადერთი ვინც მე მიყურებდა ეს ოუენი იყო.
გვიყურებდა მეც და ბავშვსაც და დარწმუნებული ვარ იცოდა რაზეც ვლაპარაკობდით მან ხელზე მეორე ხელის საჩვენებელი თითი დაიდო და მანიშნა რომ ამდენ ხანს დროს ვერ გაიყვანდა.
საერთოდ მისი ასე კარგად რატომ მესმის? ის ხომ ჩემი მტერია? მერე რა რომ ქმარი გახდა? არ ვიცნობ და არ მიცნობს.
მისგან მზერა გოგონაზე გადავიტანე
-გთხოვთ,მე ამ ცხოვრებას ვერ ვუძლებ-ეხლა მას გაებზარა ხმა  ეს ხალხი იმდენად სასტიკია რომ 6-7 წლის გოგონა მისი სიცოცხლის დასრულებას მთხოვს.
თქვე დამპლები,ნაძირლებო,საზიზღრებო და იდიოტებო
ამ ყველაფრის ყვირილი მინდა მაგრამ ვხვდები რომ ამით ვითომ ჩემ ბოროტებას გამოავლენ და თან მათ მხოლოდ მოეწონებათ ეს ყველაფერი.
ამის გამო კიდევ უფრო მეზიზღებიან.
გოგონა ისევ მიყურებს
-რა გქვია?-ვეკითხები კანკალით
-ვარდი-მეუბნება და ამჯერად მტკიცე ხმა აქვს
-მე არ შემიძლია,ვერ მოგკლავ
-შეგიძლიათ გთხოვთ ეს ჩემი ბოლო სურვილია-ატირდა
და მეც ისევ ავტირდი

-ახლა კი დროა დედოფალმა თავისი ბოროტება დაამტკიცოს და მოკლას ეს საზიღარი ბავშვი-ამბობს ქალი და მისი მოკვლა მინდება როგორ ეძახის ამ უსუსურ არსებას საზიზღარს?
საზიზღარი თვითონაა.

-გთხოვთ-ამოიკნავლა ბავშვმა და თავისი პატარა ხელები ჩემი ხელებისგან გაინთავისუფლა და ცრემლები მომწმინდა

ავდექი,ქალთან მივედი რომელმაც ხანჯალი გამომიწოდა
შემდეგ აკანკალებული ხელით ავიღე და გოგონასკენ გავემართე.
მისი თხოვნა იყო მომეკლა და აღარ ეწამა.
მაგრამ მე არ შემეძლო ეს ყველაფერი და ამიტომ ხანჯალი ხელიდან გამივარდა

ხალხი ყვიროდა

-მო-კა-ლი მო-კა-ლი მო-კა-ლი-ისე მიმარცვლამდნენ თითქოს  ახალ სიტყვას მასწავლიდნენ.
როცა ხელიდან გამივარდა ხანჯალი ხალხს უკმაყოფილო შეძახილები აღმოხდა.
მივხვდი რომ აქამდე არც ერთ დედოფალს არ გაუკეთებია ის რაც მე გავაკეთე.
დავინახე როგორ მოდიოდა ჩემკენ ოუენი.
მან აიღო ხანჯალი,შემაეთა და გოგონას სწრაფად დაკრა ეს ყველაფერი რომ არ მენახა მივტრიალდი,მაგრამ მაინც გამოვიხედე.მისი პატარა კისრიდან სისხლი მოდიოდა ამ ყველაფრის დანახვისას ისევ ავტირდი და გულის რევის შეგრძნება დამიბრუნდა.
ის ძირს იწვა და არ ცდილობდა სისხლდენა შეეჩერებინა.უბრალოდ შავ კედელს უყურებდა ცივი,ღრმა თვალებით.
მასთან ახლოს მივედი და დავინახე რომ სიცოცხლის ბოლო წუთებში მან პირი ოდნავ შესამჩნევად გააღო და თქვა
-მადლობა

_______________
1214 სიტყვა

Czytaj Dalej

To Też Polubisz

44.7K 701 16
DELULU & GUILT PLEASURE
35.2K 568 10
This story is based on village story with lots of smut...
308K 15.4K 47
Ruby King is your average young woman who is starting to attend college full time. Everything is going great until she notices that there seems to be...
71.7K 1.8K 68
"mom, dad, Im married!" lahat ng relatives namin ay nagulat sa announcment ko. Sino ba naman kasi ang mag aakala na ang unica ija ng pamilyang Letpr...