მუნჯი სიყვარული

By raviciravici

2.9K 373 59

✔️დასრულებული✔️ მუნჯი ბიჭის ისტორია, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლია გარდაცვლილი დედამისის ძველი საქმიანო... More

"მეძავის შვილო!"
საშინელი დღე
ტატუ
ნარკოტიკი
შარი
"შენ ლაპარაკობ?"
შანტაჟი
ორეული
ძმა
მაფიოზი
11,5
სამსჯავრო
თავსხმა წვიმა
💗დასასრული💗

გამოაშკარავება

129 25 3
By raviciravici

სანამ ამ თავს წაიკითხავთ მინდა გითხრათ, რომ ეს თავი არის წინას, ანუ მეთერთმეტეს გაგრძელება. ხარვეზების გამო მეთერთმეტე თავის მხოლოდ ნახევარი დაიდო, ნახევარი წაიშალა და ეგ სამწუხაროდ დღეს შევნიშნე. ეს არის მაგის გაგრძელება და პლუს კიდევ დავამატე საინტერესო რაღაცეები <3

******

- არ გეტყობა სიხარული.- თვალებში მიაშტერდა ჩვონი, რათა გაეგო კიდევ რა აწუხებდა.

- რატომ უნდა ვიყო გახარებული?- თავი გვერდზე გააქნია ბიჭმა- კარგი, მოდი შევეშვათ მაგ თემას...

- როგორც გინდა... მე უკვე უნდა წავიდე. ხომ იცი, „სასჯელს" ვადა გაუვიდა და სკოლაში უნდა წავიდეთ.- თვალები აატრიალა უკმაყოფილოდ ჩევონმა და წასასვლელად გაბრუნდა.

CHAEWON:

ორ საათში უკვე სკოლაში ვიყავი. კლასის კარი შევაღე თუ არა, მაშინვე ყველას მზერა ჩემსკენ გადმოვიდა. გოგონები აგდებულად მიყურებდნენ. ბიჭებიდან თითქმის ყველა თეიანის მეგობარი იყო, და რა თქმა უნდა ისინი უარესებს გაბედავდნენ. ვგრძნობდი თითოეულის დაჟინებულ მზერას. მათკენ წამით თვალი გავაპარე და შევნიშნე, რომ ერთ-ერთის ტელეფონში რაღაცას აკვირდებოდნენ და სულელებივით იღიმოდნენ. ხან ტელეფონს დახედავდნენ და ხან მე შემომხედავდნენ. ვიცოდი, რომ იმ ფოტოებს აკვირდებოდნენ. ფანჯრიდან გადახტომა მინდოდა, მაგრამ თავს ვიკავებდი. ღრმად ჩავისუნთქე და ჩემს მერხამდე როგორღაც მივაღწიე. სუნმინის მერხი ცარიელი იყო. ჯერ არ მოსულა, თორემ აქამდე უკვე დარწმუნებული ვარ მოასწრებდა რამოდენიმეჯერ ჩხუბს ამ ჭორიკნებთან. ჩუმად დავიკავე ჩემი ადგილი და ჩანთიდან წიგნი ამოვიღე. წიგნს ვფურცლავდი, როცა თავზე ვიღაცეები დამადგნენ.

- გამარჯობა ჩევონ!- აგდებული ხმით მომესალმა ვირაც გოგო და ბოლოში ჩემი სახელი გამოთქმით და ხმამაღლა წარმოთქვა, რაც რაღაცნაირად არ მესიამოვნა და ყურში ცუდად მომხვდა. რომელიღაც ჩემი კლასელი გოგო იყო, მაგრამ იქამდე ვერ ვიცანი, სანამ სახეში არ შევხედე. ავიხედე და მისა დავინახე, თავის ორ საუკეთესო მეგობართან ერთად.

- რა ხდება? ცხოვრებაში არ მომსალმებიხარ. დრეს რაიმე განსაკუთრებული დღეა?-ცივად მივუგდე და ისევ წიგნს მივუბრუნდი.

- მაგას შეეშვი.- ძლიერად დახურა სქელი წიგნი მისას ერთ-ერთმა დაქალმა, რის შედეგადაც კლასში ბრახუნის ხმა გავრცელდა.- საპირფარეშოში გამოგვყევი, საქმე აქვს მისას შენთან.- მშვიდი ხმით დაამატა ბოლოს.

თავიდან გავიფიქრე არ ავყვები და უპრობლემოდ მოვიშორებ თავიდან-მეთქი, მაგრამ მისას თმით თრევის ესეთი კარგი შესაძლებლობა მეორე შესაძლოა აღარ მქონოდა, ამიტომ გავყევი. შური უნდა მეძია, ისიც აყენებდა შეურაცხყოფას სუნმინს და დედამისს. კიბეები ჩავიარეთ და ბოლო სართულამდე მივედით, სადაც საპირფარეშო იყო. ერთმა კარი გააღო, მეორემ კი შიგნით შემაგდო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ წავქცეულიყავი.

- მშვიდად გამოგყევით! რა ჯანდაბა გინდათ ჩემგან?!- მშვიდი, მაგრამ მკაცრი ხმით ვკითხე. ხელები გადავიჯვარედინე და კედელს მივეყრდენი, რათა უფრო უშიშარი გოგოს შთაბეჭდილება დამეტოვებინა მათთვის.

- შენ რა, დაგავიწყდა?! ხომ მოგწერე, რომ ჩემი ბიჭი შენი დამპალი ფოტოების გამო დამშორდა! რატომ გაუგზავნე მას და მთელს სკოლას?! ძუკნავ! - ეგრევე კივილით დაიწყო მისამ. სიბრაზის ალი ამეკიდა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე. მაშინვე გაწეწვაზე გადასვლა უინტერესო იქნებოდა.

- ჯერ ერთი! ეგ ფოტოები ჩემით არ გადამიღია და ჩემი ხელით არავისთვის არ გამიგზავნია. და მეორე! მე რა შუაში ვარ, თუ შენზე კარგი ტანი მაქვს?- ვცდილობდი კარგად გამეღიზიანებინა, და გამომდიოდა კიდეც.- შენი იდიოტი შეყვარებული რაში მჭირდება, ან სხვები?! მათზე ბევრად უკეთესი მყავს!

- შე ბოზო!!- დაიწივლა მწყობრიდან გამოსულმა მისამ და სახეში მწარე სილა გამაწნა. ამაზე უკვე მოთმინება საბოლოოდ ამომეწურა. ორივე ხელით თავის საღებავისგან ათასჯერ დამწვარ, ჩალასავით თმებში ვწვდი. ბოლო ხმაზე კიოდა და თავის დაქალებს შველას თხოვდა, მაგრამ ისინი ჩუმად იცინოდნენ და ვიდეოებს უღებდნენ ამ „ცირკს". ეტყობოდათ, რომ დიდად გულზე არ ეხატებოდათ მისა. მე კი იატაკზე ისე ვახოხიალებდი, რომ მეგონა სკალპს ავხდიდი. მისი თმით თრევით გული რომ ვიჯერე და მივხვდი, რომ საკმარისად დავაგლიჯე თმები პირსაბანზე მივაგდე ზურგით. ამაზე ერთი კარგად ამოიკივლა და ძირს ჩაიკეცა. ცახცახებდა სიბრაზისა და შიშისგან. მასთან ახლოს დავიჩოქე და ხელზე შენარჩენი თავისივე თმები სახეში შევაყარე.

- ეს ყველაფერი იმის გამო, რაც ჩემზე, სუნმინზე და მის დედაზე წამოაყრანტალე!

- საზიზღარო! იმ ფოტოებს ყველა სოციალურ ქსელში გამოგიფენ!- ტირილით ძლივს ამოიჭყავლა.

- არ არის საჭირო. ისედაც ყველამ ნახა უკვე... მალე გავაქრომ მაგ ფოტოებს, შენ არ იდარდო.- ღიმილით ვუთხარი და ხელიდან ტელეფონი ავაცალე. ცრემლიანი სახიდან თმები ხელებით გადავუწიე და ცხვირწინ თავისი აიფონი ავაფარე.- პაროლი მოხსენი!- მკაცრი ბრძანება გავეცი.

უსიტყვოდ გამომართვა და პაროლი მოხსნა. მაშინვე წავართვი და გალერეაში შევედი იმ ფოტოების სანახავად. ჩემი ფოტოები კი ვიპოვე, მაგრამ ამასთანავე მისი ამ ორი დაქალის შიშველი ფოტოებიც ვნახე რამოდენიმე. გაოცებისგან თვალები დავქაჩე.

- თქვენი შიშველი ფოტოები რაღად უნდა?!- დავუკივლე გოგონებს, რომლებიც შეშინებულები მიყურებდნენ.

- ის ჩვენ... გვაშანტაჟებს... გიჟია!- წარმოთქვა ერთ-ერთმა ხმის კანკალით.

- წაშალე გეხვეწები!- მეორემაც ამოიღო ხმა.

მაშინვე წავუშალე ყველა. მიმოწერებიც კი წავუშალე, სადაც ვიღაცეებისთვის ჰქონდა ეგ ფოტოები გადაგზავნილი. ამ მესიჯების ჩხრეკისას კი ქალბატონი მისას ეგრედ წოდებულ „ ნუდებს" გადავაწყდი, რომლებიც ვიღაც ბიჭებისთვის ჰქონდა გაგზავნილი.

- ამის მერე ბოზს კიდე მე მიწოდებ?- ხმამაღლა გადავიხარხარე და მერე ამ ორი გოგოს ტელეფონებს მივადექი. თავიდან გაუკვირდათ მათი გაჩხრეკვა რატომ მოვინდომე, მაგრამ წინააღმდეგობა საერთოდ არ გაუწევიათ. მათი ტელეფონები სუფთა იყო. ის ვიდეოები რაც ახლახანს მისას თმით თრევისას გადაიღეს, ჩემს ტელეფონზე გადმოვაგზავნე და შევინახე. რამეში დამჭირდებოდა.

შვებით ამოვისუნთქე და საპირფარეშოდან გავედი. გარეთ, კართან გაკვირვებული სუნმინი დამხვდა.

- რა გააკეთე?- ჩემს უკან გაიხედა და ატირებულ მისას მოავლო თვალი.- ეგ რატომ ტირის?

- ამმმ... ისსს... თმით ვითრიე.-თავი დავხარე, თითქოს დამნაშავე ვიყავი რამეში.

- არანორმალურო...- სიცილით ამოილაპარაკა.- რატომ? რა გითხრა ეგეთი?

- ჩემი ფოტოების გამო დაშორდა თურმე თავისი სულელი შეყვარებული და ამის გამო საშინელებები რომ მიწოდა იმიტომ ავხადე თავი. და შენზეც რომ ცუდებს იძახდა იმის გამოც.. მოკლედ რაც მთავარია ეგ ფოტოები მისი ტელეფონიდან სამუდამოდ გავაქრე. ასევე აღმოვაჩინე, რომ თავის ნუდებს სხვა ბიჭებს უგზავნიდა ეგ ძუკნა.

- ა..არ მჯერა, რომ ამას შენ ამბობ.

- ჯერ კარგად არ მიცნობ საყვარელო- პირდარებული მომაშტერდა სუნმინი. ღიმილით თვალი ჩავუკარი და საკლასო ოთახში გავიქეცი, ზარი მალე დაირეკებოდა.

ამ ჯერზე მშვიდად შევედი კლასში. მაგრამ მაინც მოახერხეს და იქ მყოფმა ჩემმა კლასელებმა ჩემი ყურადღება მიიქციეს. დაფის წინ ჩამწკრივებულები იდგნენ და თავები დატუქსული პატარა ბავშვებივით ქვემოთ ჰქონდათ ჩახრილი. მათ წინ მდგარ მასწავლებლის დიდ მაგიდაზე ტელეფონები იყო დაწყობილი, დიდი ალბათობით მათ ეკუთვნოდათ. სანამ ვიტყოდი რახდება-მეთქი, კლასში სუნმინი შემოვიდა, რა დროსაც შევამჩნიე რომ რამოდენიმე მათგანი შეკრთა.

- კარგია. ყველაფერი ისე გაგიკეთებიათ, როგორც მე დაგაბარეთ.- წამოიწყო სუნმინმა და ტელეფონებით სავსე მაგიდას მიუახლოვდა. აზრზე ვერ მოვდიოდი, საერთოდ ვერ მივხვდი რა ხდებოდა.- მოდი დავიწყოთ... მე თითო-თითოდ ავიღებ მაგიდიდან ტელეფონს, შემდეგ ამ ტელეფონის პატრონი წინ დადგება და პაროლს მოხსნის. შემდეგ მე ტელეფონს გავჩხრიკავ. ვის ტელეფონშიც ჩევონის ფოტოს ვნახავ, ის თვითონ ჩევონისგან ორჯერ გარტყმას მიიღებს სახეში. ერთი ერთ ლოყაზე, მეორე მეორე ლოყაზე. მგონი წესები მარტივია, ამიტომ დავიწყოთ. დრო მთელი გაკვეთილი გვაქვს, რადგან თეიანის დედა- ქალბატონი სერა სკოლაში სირცხვილის გამო არ არის და მათემატიკის გაკვეთილი გვიცდება. ხო მართლა... შეწინააღმდეგება არც კი გაბედოთ!

ყურებს ვერ ვუჯერებდი, რომ ამას სუნმინისგან ვისმენდი. გაშტერებული ვუყურებდი, როცა მომიახლოვდა და მხარზე გამოსაფხიზლებლად ხელი დამადო.

- ჩევონ, გამოფხიზლდი!- ღიმილით შემომაძახა.

- ა..არ მჯერა, რომ ამას შენ ამბობ.- ძლივს ამოვთქვი.

- მაშინ როგორ თქვი? - თმები აიჩეჩა, ისე თითქოს რაღაცის გახსენება უნდოდა.- აა გამახსენდა.- წამოიძახა და ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში- ჯერ კარგად არ მიცნობ საყვარელო.

_____________________________________________

აუუუჰჰჰ გიჟი წყვილიიიიი💜💜 როგორც ვუკვირდები ეს ფიკი ელარჯივით იწელება😀 მეგობრებო გუშინდელი ხარვეზი იმის ბრალია, რომ ხან კომპიუტერით ვწერ, ხან კიდე ტელეფონით და ხშირად ურევს ვათპადი ამის გამო☺ იმედი მაქვს მოგეწონათ ეს თავი💜

Continue Reading

You'll Also Like

21.1K 480 3
A more detailed and less sloppy work of Oneshots including our Sunshine!
658K 107K 73
(يا إيها الناس أتقو الله بالنساء اوصيكم بالنساء خيراً) لم يستوصوا بنا خيراً يا رسول الله لقد كسرو القوارير والافئدة
6.2M 47.5K 56
Welcome to The Wattpad HQ Community Happenings story! We are so glad you're part of our global community. This is the place for readers and writers...
85.8K 6.6K 17
𝗦𝗵𝗲 𝗜𝘀 𝗧𝗼𝗼 𝗗𝗲𝗹𝗶𝗰𝗮𝘁𝗲 𝗙𝗼𝗿 His 𝗗𝗲𝘀𝗶𝗿𝗲 "Fuck, whenever you're in my arms, I feel like I might crush you. You're so delicate," he...