შეინახე დანის საიდუმლო

By Emolass99

5.1K 548 1.7K

გრეის ჰარპერი ერთი ხელმოცარული ხელოვანია. მატერიალური პრობლემებისა და უიღბლობის გამო ის 28 წლის ასაკში, შეუმდ... More

თავი 1
თავი 2
თავი 3
თავი 4
თავი 5
თავი 6
თავი 7
თავი 8
თავი 9
თავი 10
თავი 11
თავი 12
თავი 13
თავი 14
თავი 15
თავი 16
თავი 17
თავი 18
თავი 19
თავი 20
თავი 21
თავი 22
თავი 23
თავი 24
თავი 25
თავი 26
თავი 27
თავი 28
თავი 29
თავი 30
თავი 31
თავი 32
თავი 33
თავი 34
თავი 35
თავი 36
თავი 37
თავი 38
თავი 39
თავი 40
თავი 41
თავი 42
თავი 43
თავი 44
თავი 45
თავი 46
თავი 47
თავი 49
თავი 50

თავი 48

70 8 24
By Emolass99

მკვრივ სხეულზე აკრული, ჩვევისამებრ, მატეოს ომახიანმა შეძახილმა და მისმა ლოგინზე დახტომამ გამომაღვიძა.

ჯერ კიდევ იმით შეშინებული, რომ მატეოს ჩვენი სიახლოვით მე და რიუ ასაკთან შეუსაბამო ინფორმაციას ვაწვდიდით, სხეული მაშინვე ბოლომდე დავიფარე და გაკრეჭილ მატეოს და მის ახალ მეგობარს დამფრთხალმა გავუღიმე .

-ეს არ მომწონს გრეის._მამის ურეაქციობით გულდაწყვეტილმა მატეომ ქვედა ტუჩი საწყლად გადმოაბრუნა და ჩემ პასუხამდე მეორე ნახტომისთვის მზადება დაიწყო.

-მატეო, არა. უკვე ხომ ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ მამა...

-უკვე დიდი ხანია ჩემთვის არ მოუცლია._ნიშნის მოგებით გამომეპასუხა პატარა ონავარი და ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ბაყაყივით პირდაპირ რიუს ფეხებზე დახტა.

უეცარი ზეწოლით შეშინებულ რიუს, შვილის ჩვევების მიუხედავად, თითმის მთელი წუთი დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად რომ საფრთხე არავის ემუქრებოდა.

-მატეო!_საბოლოო დამშვიდებისა და სულის მოთქმის შემდეგ მკაცრი მამასავით წამოიყვირა რიუმ და ონავარ ვაჟს მის გაქცევამდე ჩაავლო ხელი.

დატყვევებულმა მატეომ წამიერად გადარჩენისთვის მებრძოლი ნადავლივით დაიკივლა და ჩვენ შორის კისკისით ჩაწვა.

-სკოლაში წასვლისთვის მზად ხარ?_მომღიმარმა შვილობილს თავისუფალი ხელით აჩეჩილი თმა გავუსწორე და სხეულზე მოხვეული პლედი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე.

-კი, მაგრამ ჯერ ადრეა. სპეციალურად გავიღვიძე რომ თქვენთანაც ვყოფილიყავი._საყვარლად გაიკრიჭა მსოფლიოში ყველაზე იდეალური ბავშვი და მამას ეშმაკურად გადახედა.

-ხედავ გრეის? ჩვენთან დროის გატარება სდომებია. კარგი. მაშინ მოდი სკოლის ამბები მომიყევი. ხომ არავინ გაბრაზებს?

სიტუაციის შესამოწმებლად შეფარვით იკითხა რიუმ და შვილის თმაზე თამაში დაიწყო.

-არა, მაგრამ მგონი ნიკოლს და ვინის აღარ მოვწონვარ. როგორც კი დაინახეს ახალი მეგობრები გავიჩინე მათი დადანაშაულება დაიწყეს და მითხრეს რომ მეც მათნაირი მდიდარი მამის შვილი ვხდებოდი._ახალ პრობლემაზე ჩაფიქრებულმა მატეომ მაშინვე დაიჩივლა და უნებურად ჩემი შიშები უფრო გაზარდა.

შეიხლება მისი მეგობრები ამას ზედმეტი ფიქრის გარეშე ამბობდნენ, მაგრამ ერთ დღეს, როდესაც რიუს საიდუმლო დღის შუქზე გამოიფინებოდა, მატეო ყველაზე უსიამოვნო და მწარე გაკვეთილს მიიღებდა.

ლოგინის ჩემ მხარეს ტუმბოზე დადებული ტელეფონიდან მომავალი შეტყობინების მოკლე მელოდიამ წამიერად ფიქრს მომწყვიტა.

-მატეო ასე არ არის. ხანდახან ჩვენ მეგობრებს იმ საფრთხის დანახვა შეუძლიათ, რომელსაც ჩვენ ვერ ვამჩნევთ. ეცადე მარტივად არ გაუშვა შენი მეგობრები და მათ მოუსმინო. იქნებ მათმა სიტყვებმა რაიმე ისეთისგან გიხსნან, რაც მომავალში გულს გატკენს.

პირველი მამობრივი რჩევის მოსმენამ უნებლიედ გამაღიმა.
მათი ერთად დანახვა მთელ იმ გზად ნამდვილად მიღირდა, რომელიც მათთან ერთად სიჯიუტითა და კამათით გამოვიარე.

"დედა
ვიცი ახლა ახალი ოჯახი და მოვალეობები გაქვს. ისიც ვიცი ყველაფრის გამჟღავნების შემდეგ ჩვენთან მოსვლა და ჩემი არამზადა სიძის გაცნობა ჯერ კიდევ რომ არ გინდა, მაგრამ იმედია შენი პირობის შესრულებას არ წყვეტ და ექიმთან ვიზიტზე წახვალ. ვიცი შეიძლება შენი სიამაყის გამო ბატონი რიუსთვის იმის თქმა მოგერიდოს რომ კლინიკაში ყოველწლიური შემოწმებების გავლა გინდა, მაგრამ თუ ამას არ გააკეთებ და ჩემთან დადებული პირობის ნაცვლად მის მოთხოვნებს შეასრულებ, დავივიწყებ იმას ეს სრული სიგიჟე რატომაც ჩავყლაპე და მასთან იმ გიჟი დედასავით მოვალ, რომელსაც შენ მის ბინძურ თამაშებში გახვევამდე უნდა შეხვედროდა."

დედის მოულოდნელი შეტყობინების მიღებით გახარებულმა ტექსტი ბოლომდე ჩავიკითხე და ღიმილი ვეღარ დავმალე, როდესაც მისი სახე და ხმა წამიერად თვალწინ დამიდგა.

ის რომ ჩემთან დაკონტაქტება შეძლო იმას ნიშნავდა, რომ ბრაზისა და რიუს ლანძღვის მიუხედავად ნელ-ნელა ჩემ საჭიროებას მოტანილ ურთიერთობას ეგუებოდა.

-უნდა ვიეჭვიანო, როდესაც ჩემი მომხიბვლელი ცოლი ტელეფონს ასეთი მშვენიერი ღიმილით უყურებს და სულ აღარ ახსენდება მეუღლე და შვილი?

ბავშვის ჩასაცმელად გაგზავნის თანავე გვერდით მოწოლილმა რიუმ ისე დაიბუზღუნა, თითქოს წარმოუდგენელ პრობლემებთან გამკლავება მისი ყოველდღიურობა არ ყოფილიყო.

-შეხედე._დედის შეტყობინებით გახარებულმა, რიუს ტელეფონი მაშინვე მივუბრუნე და ღიმილი ძლივს დავმალე.

მის მიმართ აგრესიით მომართული დედის შეტყობინებამ რიუს სახეს წამით ფერი წაართვა, წარბები შეუჭმუხნა და მხოლოდ მას შემდეგ გადმოერთო ჩემზე.

-ჯანმრთელობასთან რაიმე პრობლემა გაქვს?_შეშინებულმა ისე იკითხა, თითქოს ტექსტიდან ჩემი რაიმე მომაკვდინებელი სენის შესახებ გაეგო.

-მეგონა პირველს რასაც შეამჩნევდი შენს მიმამართ მომართული აგრესია და ბრაზი იქნებოდა.

-გრეის დედაშენის თითოეული სიტყვა ნამდვილად მეკუთვნის. ამას არ შევიცხადებ, მაგრამ თუ რამე გაწუხებს და მართლა არ მეუბნები ჩვენი გარემოებების გამო...

საუბარი გაფრთხილების ნიშნად გაწყვიტა და ანერვიულებულმა თვალი ისე შემავლო, თითქოს არარსებული ავადმყოფობის ფიზიკურად დანახვა შესძლებოდა.

-დამშვიდდი რიუ. არაფერი არ მჭირს. უბრალოდ მამას წასვლის, ქეითის ჯანმრთელობის და მისი გულის შეტევის გამო ზედმეტად დაშინდა. როდესაც საოპერაციოდან გამოიყვანეს და გონს მოვიდა პირველი ის მთხოვა, რომ მისთვის პირობა მიმეცა საკუთარ ჯანმრთელობას გავფრთხილებოდი და მათზე ზრუნვაზე ორიენტირებულს საშუალება არ მიმეცა ისევე შევეშინებინე, როგორც ეს ქეითმა ან თვითონ გააკეთა.

სიტუაციის ახსნის თანავე შეშინებული გამომეტყველება რიუს სახეზე სევდამ შეცვალა.

ნერვიულობისგან დაჭიმული ყბები ნელა მოეშვა, წარბები გაასწორა და სინანულისგან აბრჭყვიალებული თვალები ჩემსას გაუსწორა.

-დედაშენი ძალიან კარგი ადამიანია გრეის. რაც არ უნდა მოხდეს არ დაუშვა, რომ მასთან დადებული პირობა დაარღვიო. სულ რომ ჩემმა პრობლემებმა დაგაბრკოლოს მისი სურვილი მაინც შეასრულე._მშვიდად გადმომილაპარაკა ბატონმა დანმა და ჩემ სახეს თითები ისეთი სიფაქიზით გადაატარა, თითქოს ამით ჩემი პატარა მონათხრობიდან დაჭერილი ტრაგიზმის განკურნება შესძლებოდა.

-ახლა ამის დრო არ არის რიუ. ისედაც საკმარისი თავსატეხის წინ ვდგავართ. შემოწმებას აუცილებლად გავივლი და პირობას შევასრულებ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენი პრობლემა საბოლოოდ დასრულდება.

მათი მოთხოვნის მიუხედავად არ შემეძლო დრო ფუჭ ანალიზებსა და კვლევებზე დამეთმო, როდესაც ვიცოდი ნებისმიერ წუთს ახალ პრობლემას შეეძლო გახეთქვა.

-კარგი._ჩემი უარით უჩვეულოდ მარტივად დანებებული დანი ლოგინზე ზედმეტი პროტესტის გამოხატვის გარეშე გადაგორდა. მის ტელეფონს დასწვდა და ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად პირველი ზარი განახორციელა.

-ბატონო ჰიუგო, რიუ დანი ვარ. _საქმიანი ხმის ტემბრით მონუსხული მის უკეთ დასანახად ლოგინზე ამჯერად მე წამოვიწიე და უნაკლო სახეს ღიმილით დავუწყე ყურება.

-დიახ, ჩემთვისაც. ბატონო ჰიუგო თქვენთან პირადი თხოვნით ვრეკავ. ალბათ უკვე შეიტყობით ჩემი მეუღლის შესახებ. _ჩემმა საუბარში ჩართვამ მაშინვე დამაბნია და დიალოგში გაჩენილი წამიერი პაუზის თანავე რიუსგან პასუხის მოთხოვნა დავიწყე.

-დიახ. ისეთი არაფერია, უბრალოდ მინდა ჯანმრთელობის შესამოწმებლად პატარა კვლევები გაიაროს ამისთვის დრო გექნებათ?

-არ გაბედო რიუ!_ მისი თავნებობით გაოცებულმა ჩუმად გადავჩურთულე და შესაჩერებლად მის მუცელზე მატეოსავით წამიერად ავცოცდი.

-მშვენიერია. ანუ შეგვიძლია დღეიდან დავიწყოთ. ჩემი ვაჟის დატოვების შემდეგ თავად მოვიყვან თქვენთან. დიდი მადლობა._ყველაფერი ისე შეათანხმა თითქოს ამის წინააღმდეგი საერთოდ არ ვიყავი.

-რა გააკეთე?_მისი ქმედებით ჯერ კიდევ გაოცებულმა უკმაყოფილოდ დავიწუწუნე.

ექიმთან ვიზიტისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავი.

-არაფერი ისეთი გრეის. უბრალოდ უნდა დავრწმუნდე, რომ ჩემი ცოლი ჯანმრთელია და კიდევ დიდხანს შეძლებს ჩემ გვერდით ყოფნას. თან დედაშენს თავი ოდესმე ხომ უნდა მოვაწონო არა?

თავდაჯერებულმა თვალის მომჭრელად გამიღიმა მისი სხეულიდან მომიშორა და წამიერი კოცნის შემდეგ ლოგინიდან წამოდგა.

-რიუ ამის დრო არ იყო. იქნებ...

მისი სიჯიუტით უკმაყოფილო  ბუტბუტით ვიცვამდი, როდესაც უეცრათ ჯერ კიდევ ნახევრად შიშველ სხეულზე უკნიდან მოკრული თბილი გულმკერდი და მუცელთან გადახლართული გრძელი თითები ვიგრძენი.

-მოდი ასე მოვიქცეთ. მატეო სკოლაში ერთად დავტოვოთ, შემდეგ შენ კლინიკაში გაგიყვან. სამწუხაროდ შენთან დარჩენას ვერ შევძლებ. სამსახურში თათბირი, ადვოკატთან კი გასაუბრება მაქვს ჩანიშნული, მაგრამ ეს არაფერია. შენი გამოკვლევების დასრულებამდე გავთავისუფლდები, შემდეგ კი შეგვიძლია შენებს ვესტუმროთ. დედაშენის შეტყობინება იმის ნიშანია, რომ ნელ-ნელა შენ გადაწყვეტილებას ეგუება, მე კი მზად ვარ მის წინაშე წარვდგე, დამსახურებულად გავიკიცხო და მათ სათანადოდ ავუხსნა, რომ გრეის დანი ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნამდვილი და განუყოფელი ნაწილია.

ჩემ მხარზე ნიკაპის ჩამოდების შემდეგ მომღიმარმა მისი დღევანდელი გეგმა ამიხსნა და კიდევ ერთხელ გაუცნობიერებლად ამაჟიტირა.

რიუ დანი ნამდვილად ჩემი იყო. ის აღარც მამამისს და აღარც დაიანს აღარ ეკუთვნოდა.

ჩემთან დროის გატარება და ჩვენი ოჯახობანა ისევე მოსწონდა, როგორც მე და სწორედ ამიტომ პირველად მოვიხიბლე მისი და ჩემი ოჯახის ოფიციალურად გაცნობის იდეით.

-დარწმუნებული ხარ, რომ იმ ჩხუბს გაუძლებ, რომელიც დედაჩემისგან გელის? დამიჯერე შეიძლება დედა მსოფლიოში ყველაზე გამგებიანი ადამიანია, მაგრამ როდესაც ის შვილების დამცველ დედად იქცევა ყველაზე საშიში არსება ხდება._მის შესაშინებლად შეცვლილი ხმით ბოროტი ზღაპარივით მოვყევი და ჩუმად ჩავიცინე, როდესაც მისი სწორი ცხვირი ყელზე ნაზად გამეხახუნა.

-გგონია რამით შემაშინებ? მე თავად ფრედერიკ დანის უფროსი ვაჟი ვარ. დედაშენი, როგორი საშიშიც არ უნდა ხდებოდეს არ მგონია რამე ისეთი გააკეთოს, რაც აქამდე არ მინახავს._ჩვენი ოჯახის მთავარ პრობლემაზე რიუმ ისე უდარდელად ჩაილაპარაკა წამით მეც კი დამავიწყდა, თუ რამხელა მოწიკწიკე ბომბი გვყავდა მისი სახით.

-მაშინ გავაკეთოთ ეს. დედას და ქეითს შევხვდეთ, მაგრამ დარწმუნრბული ხარ რომ ჩვენ ასე კარგად ვართ? არ მინდა, რომ...

ჩემში ჯერ კიდევ სუსტად მოელვარე ეჭვის ნაპერწკალმა მაიძულა ყურადღება იმ მოსალოდნელი რეალობისკენ მიმეპყრო, რომელიც მოსვენებას ჯერ კიდევ არ მაძლევდა, მაგრამ ნაცნობმა ტუჩებმა ჩემი შეკითხვაც და ფიქრებიც წამიერად შეაჩერა.

-გრეის დან. შენ ჩემი ადამიანი ხარ.  ჩემი , ჩემი და მხოლოდ ჩემი. ეს ასე არის და იქამდე იქნება, სანამ შენ გენდომება. გასაგებია?_ტუჩებს მოწყვეტილმა ისეთი ენთუზიაზმით წარმოთქვა თითქოს მზად იყო იგივე სიტყვები მთელი მსოფლიოსთვის გამოეცხადებინა.

-არ მგონია ამის შეჩერება ოდესმე მომინდეს._ჩვენი ურთიერთობის მისანიშნებლად საჩვენებელი თითით ჩვენ საბოლოოდ დარღვეულ დისტანციაზე მივანიშნე და რბილ მომხიბვლელ ჟოლოსფერ ტუჩებს ამჯერად მე დავეწაფე.

-ძალიან კარგი. თორემ უკვე ვნანობდი რომ ჩვენი ურთიერთობის ხანგრძლივობა შენ მოგანდე და არა წლების შემდეგ დამდგარ სიკვდილს._ნიშნისმოგებით გადმომჩურჩულა და ღიტინის შემდეგ მის სამოსს საბოლოოდ მიუბრუნდა.

ერთად სადილობის, ბენის დაპურებისა და სკოლაში მატეოს დატოვების შემდეგ, რიუმ მის რჩეულ კლინიკაში საექსპერიმენტო ნიმუშივით დიდ წარდგენის შემდეგ დამტოვა და მთლიანად თეთრ ხალათიან ექიმებს მიმაბარა.

წელიწადის ეს დრო არასდროს მიყვარდა. წლების ექიმებთან და კლინიკიდან კლინიკებში სიარულით გატარების შემდეგ მსგავსი ადგილები ჩემთვის საკმარისად უსიამოვნო იყო.

იმაზე არაფერს ვამბობდი რომ მათი ნემსებისა და მოწყობილობების ჩემზე გამოყენება საერთოდ არ მახარებდა.

-ქალბატონო გრეის, სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. _შუა ხნის ჭაღარა მამაკაცის კაბინეტში შებიჯების თანავე მომესმა მისი აღელვებული შეძახილი.

-ჩემთვისაც ბატონი ჰიუგო._მოვალეობის მოხდის მიზნით ვუპასუხე და მის წინ მორიდებულად ჩამოვჯექი.

-ბატონმა რიუმ მითხრა რომ გეგმიური შემოწმება გინდოდათ, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. რაიმე ჩივილი ხომ არ გაქვთ, რისი შემოწმებაც გინდათ? არ მინდა უტაქტობაში ჩამომართვათ. უბრალოდ თქვენი გახმაურებული ქორწილიდან ორი თვე გავიდა. ვიფიქრე რაიმე ისეთის შემოწმება გინდოდათ, რაც ჯერ არ გინდათ ბატონმა რიუმ გაიგოს.

კაცის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით გაოცებულმა პირი გაუცნობიერებლად დავაღე, როდესაც გავიაზრე შეპარვით რისი კითხვაც უნდოდა.

-არა, იმედები უნდა გაგიცრუოთ ბატონო ჰიუგო. ორსულად არ ვარ და იმედი მაქვს აქედან გასულს მსგავსი ჭორები გარეთ არ დამხვდება._ რიუსთან ერთად გატარებული პერიოდის შემდეგ ხალხში დაეჭვებულმა მოურიდებლად განვაცხადე და ჭაღარა მამაკაცი ეჭვის თვალით შევათვალიერე.

ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი კატეგორიის ხალხს ასე მალე შევხვდებოდი და ასეთ შეკითხვას მივიღებდი.

-არასწორად გამიგეთ ქალბატონო გრეის. მომიტევეთ თუ დაგაეჭვეთ. უბრალოდ ბატონ რიუს უკვე დიდი ხანია ვიცნობ. გამიხარდებოდა თუ მსგავს მნიშვნელოვან მომენტში პატარა წვლილს მეც შევიტანდი._დარცხვენილმა ხალათიანმა მაშინვე მომიბოდიშა და სახე აწითლებული ამჯერად მთლიანად ჩემ სათქმელზე ორიენტირდა.

-აქ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად ვარ. ჩემი ოჯახის წევრებს გულის პრობლემები აღმოაჩნდათ. ამიტომ მინდა თავი დავიზღვიო და გულთან ერთად ჩემი ჯანმრთელობაც შევამოწმო.

საქმიანი ტემბრით გამოვაცხადე და მის დასერიოზულებულ სახეს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე.

-კარგი. მაშინ გამოკვლევა დავიწყოთ. დღეს მხოლოდ ორ კვლევაზე გაგგზავნით. თქვენ მდგომარეობას შევისწავლით და თუ რაიმე ზედმეტი კვლევის ან ტესტის ჩატარება გახდა საჭირო მას შემდეგ გავაკეთებთ.

მიღებული მითითებების შემდეგ ჩემთვის, როგორც ვი აი პი კლიენტისთვის, გამოყოფილ ექთანს, დაკარგული ლეკვივით ავედევნე და ანალიზებისთვის განკუთვნილ ოთახში კუთვნილი ადგილი დავიკავე.

სისხლის გაცემა ასეთი უსიამოვნო ჩემი ყოველწლიურ ექიმებთან ვიზიტების მანძილზე პირველ აღმოჩნდა.

მტკივნეულმა ჩხვლეტამ და სისხლის დანახვამ ლამის გონებაც კი დამაკარგინა, მაგრამ ჩემი მობრუნება იქამდე შეძლეს სანამ ჩემი სხეულის სისუსტეს საბოლოოდ დავნებდებოდი.

ჩემი რეაქციით შეშინებულმა ექთნებმა, ნორმალურად გამორკვევაც კი არ მაცადეს მომაკვდავი ავადმყოფივით ეტლში ისე ჩამსვეს და ჩემი მიმართვის მიხედვით მორიგი კვლევის ოთახისკენ გამაქცუნეს.

აქამდე ყოველთვის შორიდან მიწევდა ყურება, თუ როგორ ევლებოდნენ ექიმები თავზე მდიდრულ სამოსში გამოწყობილ პაციენტებს. მაშინ ჩემთვის ეს რეალობა იმდენად წარმოუდგენელი იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ერთ დღეს მეც მათსავით ისეთი დიდი ინტერესით მომეპყრობოდნენ, თითქოს სამყაროს არსებობისთვის საჭირო ადამიანი ვყოფილიყავი.

როგორც ველოდი. ჩემი გული დაუსრულებელი პრობლემებისა და ნერვიულობის მიუხედავად, კვლავ ძველებურად ძლიერი და ჯანმრთელი იყო.

უნებურად სადღაც გულის სიღრმეში გაღვივებული შიშის საბოლოოდ ჩაცხრობისა და ბატონ ჰიუგოსთან შემაჯამებელი საუბრის შემდეგ კლინიკის უარყოფითი გარემოს დატოვება საბოლოოდ შევძელი და ზაფხულის პირველი დღეების მცხუნვარე ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.

"ბატონო რიუ. თქვენი მეუღლე სრულიად ჯანმრთელი და საღსალამათია. მართალია სისხლის დანახვამ ცოტა შეაშინა, მაგრამ ახლა აღელვებული კლინიკის ეზოში გელოდებათ, როდის მოაკითხავთ."

დღის მომდევნო საინტერესო ნაწილის მოლოდინით აჟიტირებულმა, რიუს მაშინვე მივწერე და მის პასუხს მოუთმენლად დავუწყე ცდა.

"ქალბატონო გრეის, თქვენი მეუღლე მიღებული ინფორაციით ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია, მაგრამ სამწუხაროთ თვითონ დიდად სასიხარულო პასუხს ვერ დაგიბრუნებთ. დეტექტივმა შეხვედრაზე დამიბარა. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ მთხოვა მასთან მივსულიყავი. ძალიან გაბრაზდები, რომ გთხოვო დედაშენთან ტაქსით წახვიდე? წესით უნდა მოვასწრო და რამოდენიმე წუთის დაგვიანებით მოვიდე.

მაპატიე, რომ ჩვენ დღევანდელ გეგმებს ვუხვევ.

მიყვარხარ."

მიღებული ტექსტის ამოკითხვამ ერთიანად დამძაბა და გული ამიჩქარა.

იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთთან სიახლოვე ყოველი დღის განუყოფელი ნაწილი იყო, 'მიყვარხარ' ის ერთადერთი სიტყვა იყო, რომლის გამოყენებისა და აღიარებისგან რატომღაც ორივე ჩვენგანი თავს იკავებდა.

"რაიმე პრობლემაა? თუ რაიმე საფრთხეს უნდა ველოდოთ დედას და ქეითის ნახვა გადავდოთ. აუცილებელი არ არის ყველაფერი ახლა გავაკეთოთ."

მატეოს საქმის დეტალებით დაინტერესებულმა და აფორიაქებულმა ტექსტი მაშინვე გავგზავნე, როგორც კი ჩემში ახლად გამოღვიძებული რომანტიკოსი გრეისი დავამარცხე და ჩემი ვაჟის საქმეზე ვკონცენტრირდი.

"საჭირო არაა გრეის. მითხრა რომ იმ ქალის სახელი გაიგო ვისთანაც  დაიანი გაუჩინარების პერიოდში კონტაქტობდა. ალბათ დეტალების დასაზუსტებლად ფულს მომთოვს და ყველაფერს უფრო დაწვრილებით მომიყვება. საჭირო არ არის ჩვენი შეხვედრა ამის გამო გადავდოთ. თუ იქ მარტო მისვლა არ გინდა შემიძლია მძღოლი გამოგიგზავნო, სახლში წაგიყვანოს და იქედან ერთად წავიდეთ."

"საჭირო არაა რიუ. დედასთან ტაქსით მივალ. ასე აჯობებს. მათ ჯერ მე ვნახავ და ორივეს შევამზადებ. მატეოს გამოიყოლებ?"

ახალი გეგმის შედგენისა და ტაქსიში ჩაჯდომის თანავე ახალი ტექსტი ავკრიფე და გაუაზრებლად გავიღიმე.

ყოველ ახალ დღეს ორივენი უფროდაუფრო ვემსგავსებოდით ნამდვის ცოლ-ქმარს.

შეგვეძლო დღის გეგმები ერთმანეთთან შეგვეთანხმებინა და გამოსავალიც ერთობლივად გვეპოვნა ეს პატარა ნიოანსი კი უკვე ზედმეტად მომწონდა.

"გამოიცანი სად აპირებს შენი ვაჟი მის ახალ ოთხფეხა მეგობართან ერთად ღამის გატარებას და კიდევ რა ახალი იდეა მიაწოდა რაფაელმა?"

რიუს პასუხის ამოკითხვა საკმარისი აღმოჩნდა მისი უკმაყოფილო სახე, რაფაელის ეშმაკური გამოხედვა და მატეოს ჯიუტი მოთხოვნა უმცროსი დასთან დაკავშირებით ერთიანად დამენახა და გამეგონა.

"რაფაელი გააფრთხილე რომ მისი ფეხბურთის წვრთნები შედარებით მალე მთავრდება და ბავშვი კიდევ არ ალოდინოს."

წინა შემთხვევის გახსენების თანავე რიუს თავის დაზღვევისთვის მაინც მივწერე და ნაცნობ გზას მშვიდად დავუწყე დაკვირვება.

მასთან კონტაქტს დრო ისე მარტივად გაელია, ვერც კი ვიჯერებდი, რომ მშობლიურ სახლამდე სულ რამოდენიმე კილომეტრიღა მაშორებდა.

"თუ კიდევ ალოდინა გპირდები ამჯერად მე მოვარტყამ ფიცარს თავში. ფრთხილად იმგზავრე და არაფერზე იღელვო."

რიუს დაგვიანებით მიღებულმა შეტყობინებამ წამიერად ღიმილი მომგვარა.

ახალი დღე იმაზე კარგად მიდიოდა, ვიდრე წარმოვიდგენდი და ყველაზე მეტად სწორედ ეს მაშინებდა.

-უცნაურია. ამ გზაზე მსგავსი საცობი და ხალხმრავლობა არასდროს მინახავს._ტაქსისტის მოულოდნელმა შეძახილმა ტელეფონსა და ფიქრებს ერთიანად მომწყვიტა და ნაცნობ სახლთან შეყრილი მანქანებისა და ხალხის დანახვამ ერთიანად დამძაბა.

რაღაც ხდებოდა. რაღაც რიგზე არ იყო.

პრობლემა მე მეხებოდა თუ დედას ან ქეითს სჭირდა რამე?

-აქ გააჩერეთ!_პანიკას ატანილმა მაშინვე წამოვიძახე, როგორც კი გავიაზრე ჩემ თავს, რაღაც ახალი ხდებოდა და მის შესახებ ჯერ არაფერი ვიცოდი.

დედისა და დის ჯანმრთელობით საკმარისად შეშინებული ტაქსიდან  თანხის გადახდის თანავე გადმოვხტი და ჯერ კიდევ უცობი პრობლემისკენ პირდაპირ სირბილით გავემართე.

-მოვიდა!_იმ წამს, როდესაც პირის გაღებასა და გონებაში არეული კითხვებიდან პირველის დასმას ვაპირებდი, სახლის წინ ჩამომდგარი ადამიანების ყურადღება მთლიანად ჩემკენ მოიმართა და თვალის დახამხამებაში კამერებისა და ჟურნალისტების ქაოსურ გარემოცვაში ამოვყავი თავი.

-ქალბატონო გრეის, ახლახანს ფრანგმა მოქანდაკემ დაიან ფეროუმ განაცხადა, რომ ის რიუ დანის პირველი ცოლი და მატეო დანის ბიოლოგიური დედაა. ეს სიმართლეა?

-თუ ასეა აღიარებთ რომ ბავშვთა დაცვის ორგანიზაციასთან ითაღლითეთ, საბუთები გააყალბეთ და რიუ დანზე ფიქტიურად იქორწინეთ?

სულ რაღაც ერთ წამში მოსმენილმა ასობით შეკითხვამ თითქოს სამყაროს გამომთიშა.

ყველაზე ბნელ და კოშმარულ რეალონაში გავიღვიძე.

ამ რეალობაში მე რიუ დანის ფიქტიური ცოლი და კრიმინალში მისი პარტნიორი ვიყავი. ქალი, რომელმაც პრობლემები შექმნა და უდანაშაულო ბავშვს დედა წაართვა.

მე ფულსა და კარიერაზე გაყიდული უთავმოყვარეო ქალი ვიყავი, რადგან რიუ დანის მსგავს ნაძირალას დავეხმარე გამოჩენილიყო, კაცად, რომელიც მის ცოლ-შვილთან ერთად ბედნიერ ოჯახში ცხოვრობდა.

-პასუხი გაგვეცით მის ჰარპერ!

-აღიარეთ, რომ დაიან ფეროუს გამოქვეყნებული სამედიცინო ჩანაწერები ნამდვილია და მისი ისტორიის მოსაპარად თქვენი გააყალბეთ!

სრულიად მარტო ვიყავი. მსგავსი მასიური კატასტროფის წინ სრულიად მარტო ვიდექი. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა გამეკეთებინა ან თავი, როგორ მეხსნა, მაგრამ ჩემი გონება მაინც ერთზე ფიქრობდა.

რა იქნებოდა თუ სკოლიდან გამოსული უდარდელი მატეოც მსგავს რეალობაში ამოყოფდა თავს?

-ახლავე დაიშალეთ!_ უეცრად შავ კოსტიუმებში გამოჩენილმა მაღალმა სხეულებმა, გარს შემორტყმული ადამიანები ჩემგან ერთგული მეომრებივით მოიშორეს და ზუსტად ჩემ წინ შეჩერებულ შავ მანქანამდე უთქმელად მიმიყვანეს.

-მანქანაში ჩაჯექით ქალბატონო გრეის, სანამ თქვენთან დალაპარაკებამდე და არჩევანის დატოვებამდე შევწყვიტე თქვენი დის მკურნალობის კურსი!_ მანქანის უკანა სავარძელში მედიდურად მოკალათებულმა ფრედერიკმა ავის მომასწაცლებლად ნახევრად ჩაწეული ფანჯრიდან მომმართა და იმ კატასტროფული სიტუაციის სირთულეში კიდევ ერთხელ დამაწმუნა, რომელსაც ჯერ სრულად ვერ ვიაზრებდი.

დიდესი პაუზის შემდეგ დავბრუნდი.

მაპატიეთ ვინც ამდენ ხანს ვალოდინე და ჯერ კიდევ ელოდებოდა ახალ თავს.

სამსახურმა და დაღლილობამ ჩემ მუზასა და წერის შესაძლებლობაზე იმოქმედა. ემოციური კრიზისის გამო აქამდე ვერ მოვახერხე წერი გაგრძელება, მაგრამ ამჯერად მზად ვარ ეს ისტორიაც მივიყვანო მის "ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერამდე"❤️❤️

Continue Reading

You'll Also Like

97.7K 3.6K 15
ფიკში გამოყენებული იქნება 🔞🔞 სცენები და უწმაწური სიტყვები.ასე რომ თუ არ გსიამოვნებთ ასეთი ჟანრი ნუ წაიკითხავთ. ფიკი არის ჯონგუკზე, მის პირველ სიყვ...
857K 8.5K 68
𝐢𝐧𝐜𝐥𝐮𝐝𝐞𝐬 𝐚𝐥𝐥 𝐨𝐟 𝐭𝐡𝐞 𝐛𝐨𝐲𝐬 ✦ .  ⁺   . ✦ .  ⁺   . ✦ don't forget to vote, share and comment. 🤍
772K 108K 39
Yaduvanshi Series #3 it is a book under yaduvanshi series. But it could be read as standalone too. Nitya Raghavendra is a telugu businesswoman earnin...
566K 19.3K 144
Read and find out...