იატაკზე ვიჯექი და ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა.
არ შემეძლო და არც მინდოდა, დამეჯერებინა, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ხელებში ჩამაკვდა.
მის გაფითრებულ სახეს შევყურებდი, ვოცნებობდი, ნეტავ ახლა ლურჯი იყოს-თქო, ისეთივე ლურჯი როგორც მისი თვალები, როგორც მისი თმა...
მახსოვს მითხრა, ლურჯი ჩემი საყვარელი ფერია და ვიცი, მჯერა, სიკვდილის შემდეგ მეც ლურჯი ვიქნებიო.
მისი უსულო სხეული მუხლებზე მესვენა, თითები, აწ უკვე გახუნებულ თმაში შევუცურე და შუბლს უკან გადავუწიე, მინდოდა მისი სახის ნაკვთები კიდევ ერთხელ, ამჯერად საბოლოოდ, შემესწავლა ისე, როგორც ყოველ დილით და, საღამოს...
მის უფერო სახეს შევყურებდი და გონებაში აღვიდგინე თითოეული მისი შეხება, მისი ბოხი ხმა და ლურჯი, ხელოვნური კულულები ასე ძალიან რომ უყვარდა..
მისი სიკვდილიდან მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ გავაანალიზე რამდენად მიჯაჭვული ვიყავი მასზე.
მივხვდი, მის გარეშე, ყოველ წამს აზრს კარგავდა ჩემი ცხოვრება.
არ მინდოდა მასზე მეფიქრა, მასზე დამეწერა... უნარი არ შემწევდა, არ მეფიქრა და უმოქმედოდ ვყოფილიყავი.
არ შემეძლო გაჩერება.
ვგრძნობდი... ვგრძნობდი, როგორ ვგიჟდებოდი, როგორ ვიშლებოდი პატარ-პატარა ნაწილებად.
არ შემეძლო საკუთარ თავს შევწინააღმდეგებოდი.
ის იყო, დაწყნარებას მივეცემოდი, რომ სხეულში გაგიჟების ახალი ტალღა იჩენდა თავს.
ყველაფერს ვამტვრევდი, დამშვიდებისას, მის ნამსხვრევებად ქცეულ ნივთებს მივტიროდი.
მისი სიკვდილიდან მეშვიდე საღამოს მისი საყვარელი, ლურჯი ჩარჩო გავტეხე, სადაც მისი სურათის მაგივრად ლურჯი ტილო ეკიდა.
ამ დროისთვის ცრემლები უკვე აღარ მომდიოდა.
აქ რომ ყოფილიყო მეტყოდა, ცრემლების მარაგი აღარ გაქვსო და ორივენი გულიანად ვიცინებდით მის, არც ისე სასაცილო ხუმრობაზე.
მაგრამ, არა, აქ რომ ყოფილიყო უფლებას არ მომცემდა მეტირა, მეტყოდა მხოლოდ სუსტი ადამიანები ტირიან შენ კი არ შეგშვენისო.
გაგიჟების ტალღამ მეცხრე დღეს გადაიარა. უმოქმედობამ დაისადგურა.
არ შემეძლო ავმდგარიყავი და კიდევ ერთხელ შემევლო თვალი მისი ნახატებისთვის, სურათებისთვის, მისი ლამაზი ნივთებისთვის, ყველა ასე ძალიან რომ უყვარდა.
მეათე დღეს წვიმდა.
ამინდიც კი ხვდებოდა, დასასრული ახლოვდებოდა..
უკანასკნელი დღე მასთან გავატარე,
მისი ლამაზი სახის ნაკვთებს, უკვე ჭკნობა დაეწყო, ლურჯი კულულებიც გახუნდა, უკვე აღარ ჩამესმოსა მისი ბოხი ხმა, ჩემს სახელს რომ წარმოთქვამდა...
მეთერთმეტე დღეს წაიყავნეს.
მისი სხეულის საამური სურნელიც, თან გაიყოლეს.
მეთერთმეტე დღეს, აღარ არსებობდა, ჩვენი.
აღარ არსებობდა,
თეჰიონის და გუკის.
აქ იყო მხოლოდ,
მისი.
YOU ARE READING
Broken Without You.
Romanceმეათე დღეს წვიმდა. ამინდიც კი ხვდებოდა, დასასრული ახლოვდებოდა..
