♡♡♡♡♡♡♡

არ ვიცი სად ვარ,მგონი დავიკარგე.ისევ ღამეა.ტალღები ეხეთქებიან სანაპიროს.აქაც კი აღწევს მათი სიმღერა.უზარმაზარ ოკეანეს დავცქერი ზევიდან და ასე მგონია ფრთები გამეზრდება და გავფრინდები.ახლა კი ნამდვილად ვგრძნობ თავისუფლებას.კლდის კიდეზე ჩამოვჯექი,ფეხები კი სივრცეში გადავკიდე,მოვიმარჯვე ამჯერად დღიური და კალამი და წერა დავიწყე:

     
          საკმაოდ უცნაური წყობაა მთვარე და მზე. თითქოს პირიქით უნდა იყოს, რადგან მზე – სინათლის სიმბოლოა, თუმცა რომ დაფიქრდე მთვარეც სინათლეა, მაგრამ ერთი განსხვავებით, მთვარე ღამეს ანათებს, მზე – დილას.

გასაკვირი არ იქნება მთვარეს რომ შეგადარო, ხო?

მთვარე – ცივი, ამოუვნობი, მიუწვდომელი. მის გარშემო მილიონი ვარსკვლავი, რომელიც მისით არსებობენ, რომლებიც მას ეხვევიან  და მის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. მთვარეზე შეიძლება ძალიან ბევრი წერო, თუმცა მხოლოდ ის აზრი ექნება, რომ ის დედამიწის ერთადერთი თანამგზავრია და რაც არ უნდა მოხდეს, როგორი საშინელი დღეც არ უნდა იყოს, მოსაღამოვდება თუ არა ის ცაზე ჩნდება ისე, თითქოს ვერაფერს გრძნობს და თითქოს არ აინტერესებს მის ქვემოთ რაც ხდება. ერთი შეხედვით საკმაოდ უგრძობია და უემოციო, თუმცა ვინც დააკვირდება ღრმად შეიგრძნობს მის ყველა ბუნებას ერთად. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვერავინ ამოხსნის ბოლომდე მის საიდუმლოს, რამდენჯერაც არ უნდა გაფრინდეს იქ და მის ცივ ზედაპირზე რამდენჯერაც არ უნდა დააბიჯოს. 

ბევრი შემოქმედი ადამიანის მუზაა და ალბათ მხოლოდ მათ შეუძლიათ მთვარის შეგრძნობა და მისი გადმოცემა ისეთი ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებსაც არ გვესმის არაფერი და მხოლოდ ღამისთვის აუცილებელ პირობას განვიხილავთ მთვარეს.

მზე და მთვარე ერთად ვერასოდეს იქნებიან. მათ ერთმანეთი არც კი უნახავთ, ორივეს თავისი ცხოვრება აქვს და ისინი ერთმანეთისთვის ორი პარალელური ხაზია და ალბათ .  მათ ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ. მე ვთვლი, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი და ბოლოს მაინც ერთად იქნებიან, ჯერ მაგის დრო არაა.

მზე და მთვარე… მთვარე და მზე.. მზე და მთვარე და მზე და მთვარე და მე და შენ…

ჩვენი ცხოვრებაც მათ გავს. ერთი განსხვავებით. მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ. მთვარე და მზე – ისინი. მე და შენ – ჩვენ.

ვიცი, ბოლოს მე და შენ ჩვენ არ ვიქნებით, მაგრამ ისინი მაინც ისინი იქნებიან.

როცა აზრებს ვერ ალაგებ, როცა ყველაფერი რაღაც თეორიის ქვეშაა მოქცეული და როცა ბეთჰოვენის მთვარის სონატის ფონზე ვცდილობ მთვარეს შეგადარო და ამას ახსნა ვუპოვო. ცივი, მიუწვდომელი ამოუცნობი – ეს საერთოა და ვთვლი, რომ საკმარისია იმისთვის, რომ ჩემს თავს მზე ვუწოდო და შენ მთვარე.

უცნაურია, მართლა ძალიან უცნაური. ღრუბლიანი დღეების და ღრუბლიანი ღამეების დროს გვიწევს ერთად ყოფნა,  ისიც ძალიან ცოტა ხანი და მინდა ის ერთი ვარსკვლავი მაინც ვიყო, თუნდაც იმ მილიონიდან, რომელიც შენთან ყველაზე ახლოსაა, თუმცა შეხებას ვერ ახერხებს.

მზე და მთვარე თუ მთვარე და მზე? შენ მთვარე მე ცისკრის ვარსკვლავი. თუნდაც ისე, ჩვეულებრივი ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებული და ერთადერთი მთვარის გვერდითაა.

შენს გარეშე ჩავლილი დღე გავს უმთვარო ღამეს, რომელიც ისეთი ბნელია, რომ სიცოცხლის ხალისს მიკარგავს. 


××××××××××××××××××××××××××××××××

კიდევ ერთი ავტორის იშვიათი გამოხმაურება😂
ყველას ვინც კითხულობთ ამ ჩემს ნაბოდიალებს დიდ მადლობას გიხდით.ამ კარანტინის პერიოდში თავს კარგად ნამდვილად ვერ ვგრძნობ და მალე ალბათ ჭკუიდან შევიშლები.მოკლედ მინდოდა მეთქვა რომ ამ თავში რიალური გრძნობები და რეალური ფაქტებია ჩადებული.
გთხოვთ დააკომენტაროთ,ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მოგეწონებათ დაავოუთოთ

(იმდენი მიწერია ამას დარწმუნებული ვარ არ წაიკითხავთ)











                                                      Withlove___Lady 💋

სიცოცხლის არსი(დასრულებულია)Where stories live. Discover now