თავი 12.

2.6K 129 43
                                    

"მერაბ, მირჩიე რა გავაკეთო.
ძალიან არეული ვარ გესმის?
ვერ ვისვენებ, არ მძინავს ამის გამო"-კესანემ კაცს თვალებში ჩახედა.

"არაფერიც არ უნდა გააკეთო კესანე.
ყველაფერს დრო გიჩვენებს.
მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ბათუსთან ურთიერთობა ამ დროს კარგია?
საქართველოში ხარ, კესო.
ფრთხილად უნდა იყო"-კესანემ კაცს თავი დაუქნია და სკოლას გახედა.

"არ მინდა შესვლა"

"ვალდებული ხარ კესო.
უბრალოდ მას აუხსენი, რომ ახლა პრობლემები არ გჭირდება.
რომ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობ, სადაც შენს უბედურობას უფრო სწრაფად ავრცელებენ, ვიდრე ბედნიერებას"

სიჩუმე ჩამოვარდა.
მერაბმა სიგარეტი ამოაცურა კოლოფიდან და მოუკიდა.

"შემოგთავაზებდი, მაგრამ ეს არ გჭირდება"

"მერაბ, სიმართლე მითხარი.
ამ საავადმყოფოში რატომ დადიხარ?"-სკოლის წინ მყოფ მაღალ შენობაზე მიანიშნა.

"იცი კესო..."

"კარგი რა მერაბ.
მე ვერ მომატყუებ.
მითხარი რა ხდება"

"აქ ბათუს დედა წევს"

"ბათუს დედა?"

"ჰო, მკურნალობას გადის"

"რამე სერიოზულია?"

"რაც სერიოზული იყო ჩამოვიშორეთ, ახლა მთავარია ფეხზე დადგეს"

"ტასოს დაბადების დღეზე ამიტომ არ იყავი?"

"ჰო"

"გკითხავდი, ძალიან ბევრ რაღაცას გკითხავდი, მაგრამ ბათუ კიდევ განრისხდება"

"კესო, ბათუ კარგი ბიჭია.
ასე ნუ ამბობ"

"კარგი მერაბ, წავედი მე"

კიბეები არბინა და კლასში შევიდა.
ანდრიას მიუჯდა და ლოყაზე აკოცა.
მერე გოგოებიც მოვიდნენ და ერთი ჟრიამული და ხარხარი შეიქმნა, სანამ ბათუ არ მოვიდა.
თავის მაგიდასთან დაჯდა და კლასს მოავლო თვალი.

"მარტო თქვენ ოთხნი ხართ?"

"როგორც ხედავთ"-გაუღიმა ანდრიამ.

ალუბლის ტუჩებიWhere stories live. Discover now