20♡'・ᴗ・'♡20

Începe de la început
                                    

ჯიმინის თვალწინ ძველი, გახუნებული წიგნივით გადაიშალა ტკბილი მოგონებები. მან ამ საღამოს განსაკუთრებით იგრძნო დედის მონატრება, რამდენი ხანი გავიდა უკვე რაც მის თბილ მკლავებში არ უნებივრია

-მამაზე რას მეტყვი?

ალფა ამჩნევს ცვლილებას ომეგის განწყობაში, მისი თვალებიდან მოულოდნელად ქრებიან ბრჭყვიალა ვარსკვლავები, თავს დაბლა ხრის და ცოტა ხნით დუმს

-ის აი იქ არის, იმ დიდ ვარსკვლავზე, რომელიც ყველაზე ლამაზად ჩახჩახებს

ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ თავს მაღლა წევს და პატარა თითით მიუთითებს ყველაზე დიდი ვარსკვლავისკენ, რომელიც მთვარეს მეგობარივით ამოსდგომია გვერდში

-მაპატიე ჯიმინ, მე ეს არ ვიცოდი

ჯონგუკი თავს დამნაშავედ გრძნობს, რადგან ის ყველაზე სენტიმენტალურ თემას შეეხო. ომეგა კი თვალს არ აშორებს იმ ვარსკვლავს, რომელზეც მამა ეგულება, სევდიანად უღიმის მას

-არაუშავს შენ ხომ არი იცოდი. რა მოხდება თუ ის ერთ საღამოსაც გაქრება, თუ აღარ გაანათებს ჩაბნელებულ ზეცას, თუ ის სამუდამოდ დამტოვებს?

ომეგას თვალებში იღრუბლება, ალფისკენ მთელი სხეულით ბრუნდება და სევდით აღსავსე ნუგეშს მის თვალებში დაეძებს

-ეს არასდროს მოხდება და იცი რატომ?-ომეგა უარყოფის ნიშნად თავს აქნევს-იმიტომ რომ ის ყოველთვის აქ იქნება, შენში

მის ხელს თავისაში ითავსებს და პატარა გულზე ადებს, რომელიც მოუსვენრად დახტის. ომეგა მაშინვე იღიმის, რადგან ხვდება რომ ჯონგუკი სიმართლეს ეუბნება, მამა ყოველთვის იარსებებს მის გულში თუნდაც ის ვარსკვლავი სამუდამოდ გაქრეს ზეციდან

-მადლობა გუკ

ჯიმინი მკლავებს წელზე ხვევს მას და მის მკერდს ეკვრის. ძლიერად ეხუტება ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება გამოჩენისთანავე შეცვალა. თავადაც გრძნობს ძლიერ მკლავებს მის ზურგზე და თავს დაცულად გრძნობს, მან იცის რომ ჯონგუკის გვერდით დაცული და ბედნიერია

The Camp/ბანაკი ✅Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum