Translation Games: Georgian - ქართული

14 7 1
                                    

სალამი იუპიტერიდან

თარგმანი httpsketi 


'მაიორო? უცნაური სიგნალი კიდევ მივიღე, ის რომელიც წინა კვირას ჩავიწერეთ. უკვე აღარ მგონია რომ თაღლითობაა.'

'შეგიძლია ადგილმდებარეობის დადგენა?'

'დიახ, ის მოდის იუპიტერის მიღმა ტერიტორიიდან. უსმინეთ!'

'მწერების ხმას ჰგავს, ჭრიჭინას ან რაიმე მსგავსს.'

'მართალია, მაგრამ ბოლოში მეტად დაბალი, მოდულირებული ხმა ისმის, სანამ შეწყდება. შეიძლება ენა იყოს.'

'კარგი. ამისი იგნორი აღარ შეიძლება. დაურეკე ლინგვისტებს. მე პრეზიდენტს შევატყობინებ.'

~ ~ ~

'საყვარელო? სადილი მზად არის. უი და ლარვები ისევ შენი აღჭურვილობით თამაშობდნენ. ობსერვაციის მისიით დაიღალნენ. მოთამაშე მეგობრები უნდა ვუპოვოთ.'

Tevun-Krus #64 - International III: CommunicationPunkWhere stories live. Discover now