როცა თეჰიონი ხატვას რჩება, სახეზე დიდი ღიმილი ესახება, ფეხზე სწრაფად ხტება და ჯონგუკთან მორბის, საღებავებით დასვრილ ხელებს ზედაზე ისე იწმენდს თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს, მერე კი სახეს ბიჭის პალტოში რგავს.

"გუკ, დავამთავრე.. იქნებ სურათი გადაგვეღო ერთად? მერე კი შეგვიძლია წავიდეთ.."

უმცროსმა ნელა დაუქნია თავი, იმის მიუხედავად, რომ ქერა ვერ დაინახავდა. მერე კი ხელი მოკიდა და კლდისკენ წაიყვანა, რბილ სავარძელზე ჩამოსვა, თავად კი კამერის დაყენებას შეუდგა.

თეჰიონი დაჰიპნოზებულივით აშტერდებოდა ფოტოგრაფს. უყვარდა როგორი სერიოზული და ფრთხილი იყო ჯონგუკი ამ დროს. როგორ ზუსტად და დაკვირვებით მუშაობდა. როგორი ფოკუსირებული იყო მისი სახე, როგორ ამოძრავებდა ხელებს. თეჰიონს თითქმის სუნთქვა ეკვრებოდა ამ ყველაფრისგან.

ჯონგუკი მალევე მორჩა საქმეს დ თეჰიონისკენ გამოიქცა, მერე კი ბიჭის გვერდით დაეშვა და ხელები მაგრად შემოხვია წელზე. სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა და თვალები ვარსკვლავებისებრ უბრწყინავდა. თეჰიონსაც გადაეკრო ღიმილი და შუბლი ბიჭის შუბლს მიაყრდნო.

"ყოველ ათ წამში ახალ სურათს გადაიღებს" ჩაიცინა ბიჭმა და თეჰიონის ლოყები ხელებში მოითავსა, მერე კი მოუჭირა და ქერას სასაცილოდ გამოეწია ტუჩები წინ.

"გუკ გაჩერდი! ბავშვი კი არ ვარ" ჩაიცინა და აწითლებულმა ნელა მიარტყა მუშტი მხარზე.

"ხარ" ცხვირი სასაცილოდ შეჭყუნა (ესრასიტყვაა ვაფშე) გუკმა და თეჰიონს ღუტუნი დაუწყო. ქერა ხმამაღალ სიცილად დაიცალა და სასაცილოდ დაიკლაკნა. მისი სიცილ შერეული ყვირილი ალბათ ახლო-მახლო ყველას ესმოდა. საბოლოოდ იმდენი იმოძრავა, რომ უმცროსის მუხლებზე დაამთავრა. გუკმა ეშმაკური ღიმილი აიკრო, ხელები ნაზად შემოხვია წელზე, თეჰიონი გულ-მკერდზე მიიკრო და კამერას გაუღიმა, თეჰიონმაც იგივე გააკეთა და კიდევ ერთი ჩხაკუნის ხმა გაისმა.

Free like ocean (taekook)Wo Geschichten leben. Entdecke jetzt