[10]

252 45 9

შაბათ დილას, სოკჯინმა ბარში გამოაცხადა, რომ ორშაბათს ჯიმინის დაბადების დღე იყო და მისთვის სიურპრიზის მოწყობა სურდა. Mammon-ის ჯგუფის წევრებმა დახმარება შესთავაზეს და ბარის მეპატრონეც დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. მისი ძმისთვის განსაკუთრებული საჩუქარი ჰქონდა და ჯერჯერობით მის შესახებ არავის უმხელდა.
წვეულების დეტალებს ყველა ერთად განიხილავდა. გადაწყვიტეს, რომ მორიგი დღის საღამოს მიეყვანათ ჯიმინი ბარში და საჩუქარი მაშინ მიეღო, როცა მისი დაბადების დღე დადგებოდა. მისი ბარში ისე შეტყუება, რომ არაფერი ეეჭვა ყველაზე რთული საქმე იყო და ჯონგუკმა თავის თავზე აიღო.
კვირა დილას, ჯიმინთან სამეცადინოდ მივიდა. ბიჭი ნამძინარევი იყო და კარი შეწუხებულმა გაუღო:
  - აქ რას აკეთებ?
  - შუა დღით არ მეცლება, ბებიას უნდა გავუარო და წყლის მილების შეკეთებაში დავეხმარო,-იცრუა ჯონგუკმა, ჯიმინმა კი სახლში შეუშვა.
  მეცადინეობა რომ დაამთავრეს, ჯონგუკის მოქმედების დროც დადგა.
  - ერთი იდეა მაქვს. თემინს ჰოსოკი უნდა გავაცნოთ.
  - მგონი ჭკუიდან გადახვედი,-ამოიოხრა ჯიმინმა.
  - ჰოსოკ ჰიონს თვითონ უნდა მას შეხვდეს, ვისზეც მე და თეჰიონი ტვინს ვუჭამთ ხოლმე.
  - ხვდები, რომ თემინი გაგიჟდება?
  - ცდად ღირს. კარგი რა, ჯიმინ, ცოტა გართობა არ გვაწყენდა.
  - საკუთარი მეგობრით გართობას არ ვაპირებ!
  - მაგას არ ვგულისხმობ. ბოლო დროს მოწყენილი ხარ და მეგობართან ერთად სახლიდან გასვლა გჭირდება. 
  - რას მთავაზობ?- ჩუმად ჰკითხა ჯიმინმა.
  - დღეს ბარში მოხვალ და თემინსაც მოიყვან, ჩვენ კი მას ჯეის გავაცნობთ და დროს გავატარებთ.
  - კარგი, როგორც გინდა.
 

ბარში დაბრუნებულმა ჯონგუკმა, მისიის წარმატებით შესრულება ახარა სოკჯინს, რომელიც ჯიმინის შოკოლადის ტორტს თვითონ რთავდა. Mammon-ის ბიჭები ბუშტებს ბერავდნენ, საქმე რომ მოამთავრეს იმ სიმღერაზე მუშაობა დაიწყეს, რომელიც ჯონგუკმა ჯიმინის დაბადების დღისთვის შეარჩია. ეს Wheatus-ის Teenage Dirtbag იყო, რომელიც თითქმის ყოველთვის ისმოდა ჯიმინის ყურსასმენებიდან და ხანდახან სწავლისასაც ღიღინებდა. რადგან დიდი ხნის აკვიატებული ჰქონდა ეს სიმღერა, ჯონგუკმაც გადაწყვიტა, ის გაებედნიერებინა. გარდა ამისა, ბიჭს სიმღერის გარდაც ჰქონდა მისთვის საჩუქარი. მართალია ძვირადღირებულს ვერაფერს სთავაზობდა, მაგრამ რადგან უყვარდა, როცა ჯიმინი მისი საყვარელი ჯგუფების მაისურს ატარებდა, არადა ეს მხოლოდ ორჯერ ნახა, გადაწყვიტა Iron Maiden-ის  კაპიუშონიანი ზედა ეჩუქებინა იმ ალბომთან ერთად, რომლის მაისურიც ჯიმინს უკვე ჰქონდა.
Mammon დაკვრას ღამის ცხრაზე იწყებდა და ჯიმინიც ამ დროს უნდა მოსულიყო. საღამოსთვის უკვე ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ დაცდა იყო საჭირო, რაზეც ჯონგუკს გული უწუხდებოდა. ძალიან უნდოდა, ყველაფერი სრულყოფილი გამოსულიყო.
ჯიმინი და თემინი რომ მივიდნენ, ჯონგუკმა ჰოსოკს ჩაავლო მხარში ხელი და მათკენ გაემართა. ალბათ მოგვიანებით დრამერი მოკლავდა, რადგან მან საერთოდ არაფერი იცოდა თემინის შესახებ, უბრალოდ ჯონგუკმა მომენტი ვერ შეარჩია, რომ ბიჭებისთვის ეთქვა, როგორ დაითანხმა ჯიმინი მოსვლაზე.
  - გამარჯობა,-გაუცინა ბიჭებს, ჯიმინმა ღიმილით უპასუხა, ჰოსოკს და თემინს კი დაბნეული სახეები ჰქონდათ.
  - ჰოსოკ ჰიონ, ეს თემინია, რომ გიყვებოდი,-უხერხულად შეიჭმუხნა ჯონგუკი და იმედი ჰქონდა, მეგობარი თამაშში აჰყვებოდა,-თემინ, ეს კი ჰოსოკია, ჩვენი ძვირფასი დრამერი.
  - ჰეი,-გაიღიმა ჰოსოკმა, ბიჭს კი თითქოს დაძაბულობამ გადაუარა.
  - გამარჯობა, ჰოსოკ.
  შეიძლება ჯონგუკს ეშლებოდა, მაგრამ თემინს სიცილის დროს ლოყები გაუწითლდა. ბიჭმა ჯიმინს თვალი ჩაუკრა და ტუჩზე იკბინა, ისიც კმაყოფილი ჩანდა.
  - გამაგებინებ, რა ჯანდაბა გააკეთე?-სანამ დაკვრას დაიწყებდნენ, ჰოსოკმა ჯონგუკი გვერდზე გაიყვანა.
  - უბრალოდ, სანამ თორმეტი გახდება, ისე მოიქეცი, ვითომ თემინის გაცნობა გინდა, ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი, თანაც, ჰიონ, გადასარევი ბიჭია.
  მართლაც, ყოველი შესვენებისას ჰოსოკი თემინს დიდი ინტერესით ესაუბრებოდა ხოლმე. იმდენი რამ გამოჰკითხა, თვითონ ჯიმინიც დაიბნა.
  - კარგად ეწყობიან არა?-ყურში ჩასჩურჩულა ჯონგუკმა.
  - არც მეგონა, ამდენად თუ გაუგებდნენ ერთმანეთს. ვითომ, ჯეის მართლაც ასე მოეწონა თემინი?
  - ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული.
  რეალურად, ჯონგუკი დარწმუნებული მხოლოდ იმაში იყო, რომ ჰოსოჯი ამის გამო ძალიან გაუბრაზდებოდა. უფროსს ბიჭები არ იზიდავდა.

His Metal VeinsRead this story for FREE!