თავი 47

Comincia dall'inizio
                                    

-გრეის...

კარის მოხურვისა და შუაღამით, კვლავ მარტო დარჩენის თანავე რიუმ დაბალი ხავერდოვანი ხმით მომმართა და ჩემ წინ ჟურნალების მაგიდაზე ჩვევისამებრ ჩამოჯდა.

-ვიცი რიუ, ვიცი, გეგმებში ხელი შეგიშალე, მაგრამ ჩემი ოჯახი...

თავის გასამართლებლად დაწყებული საუბარი საყვარელი კაცის ძლიერმა ჩახუტებამ გამაწყვეტინა.

-ნამდვილად შეიშალე გრეის. წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა, რომ გამეგო წასვლა გაიძულა ან რამით დაგაშანტაჟა._ჩემ კისერში სახე ჩამალულმა ნაწყენი ბავშვივით დაიბუზღუნა და თბილი ტუჩები იქვე მომაკრა.

-არ წავალ რიუ. უკვე ხომ გითხარი? შენ გვერდით ვიქნები. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რომ თქვენ გვერდით ვიყო. _მისი ნამდვილი ღელვის მიზეზით გულმომთბარმა ჩემ თვალწინ მოსიყვარულე კაცად გადაქცეულ დანს ღიმილით მივმართე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე.

წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მომწონდა, როდესაც ღიად მაჩვენებდა მისთვის რამდენად ფასეული ვიყავი.

-ამ ყველაფრით დავიღალე გრეის. ნეტავ დროის უკან დაბრუნება შემეძლოს. ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ერთად მშვიდად გვეცხოვრა._დანანებით ჩაიბუტბუტა რიუმ.

-ამის დროც მოვა რიუ. იქამდე კი ჯობია ჩვენ ამომავალ ვარსკვლავთ ბიჭუნას თვალი ვადევნოთ._მატეოს გახსენების თანავე ახალი საკითხი მაშინვე წამოვჭერი.

-სკოლაში რაიმე მოხდა?_შვილის ამბით დაინტერესებული რიუ დივანზე გვერდით მომიჯდა, ხელი მხარზე მომხვია და ინფორმაციის მისაღებად მოემზადა.

-როგორც ვშიშობდით რიუ. ჩვენი მატეოს ვინაობის გამჟღავნების თანავე ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. ერთ დღეში ჩვეულებრივი მოსწავლიდან სკოლის პოპულარულ ბავშვად იქცა._აღელვებულმა მატეოს მოყოლილი ჩემ პირველ მესაიდუმლეს მაშინვე გადავეცი და ნერვიულობისგან თითების სრესვა დავიწყე.

 შეინახე დანის საიდუმლოDove le storie prendono vita. Scoprilo ora