მის მიმართ დაგროვილი სიყვარული და ეგოისტობა საშუალებას არ მაძლევდა მომესმინა, ამდენი ხნის შემდეგ, როგორ დაუძახებდა მატეო დედას სრულიად სხვა ადამიანს.

- მას დედასაც ეძახის?_ზურგს უკან მოსმენილმა შეკითხვამ სულვილი გამიჩინა ოჯახისგან გაქცეულ ქალს მივბრუნებოდი და ბოლო ხმაზე მეყვირა, რომ ეს მისი კი არა, ჩემი ოჯახი იყო.

მას პრეტენზიები არ უნდა ჰქონოდა! ამის უფლება არ ჰქონდა! მან რიუ გატეხა და გაანადგურა. ვინ იცის რაში გაცვალა. არ უფიქრია შვილზე, რომელიც პირველი ამოსუნთქვის წუთიდან დატოვა. არ უფიქრია, როგორ გაიზრდებოდა და როგორ ადამიანად იქცეოდა, ამიტომ უფლება არ ჰქონდა პრეტენზია ჩემთან ჰქონოდა.

მისგან განსხვავებით მატეო მართლა მიყვარდა და ერთადერთი სურვილი რაც გამაჩნდა მის ცხოვრებაში უფრო ადრე გამოჩენა იყო.

პროტესტის ძლიერი ტალღის მძიმედ გადაყლაპვის შემდეგ მატეო სახლში დათრგუნულმა შევიყვანე და პირდაპირ მისი ოთახისკენ ავიღე გეზი.

არ ვიცი ეს ჩემი მდუმარების, თუ გარეთ ამოცნობილი ქალის ვინაობის დამსახურება იყო, მაგრამ ოთახში შესვლისას ჩემი ყურადღება მატეოს დანაღვლიანებულმა სახემ მიიქცია.

ჩაფიქრებულმა ლოგინის გადასაფარებელი მდუმარედ გადაწია, კარადიდან გამოღებული პიჟამა უცებ გამოიცვალა და ლოგინში ლეკვთან ერთად შეძვრა.

გარეთ რიუს და დაიანის საუბარი ჭკუიდან მშლიდა. ჩემში არსებული ცნობისმოყვარეობა მახრჩობდა. მაინტერესება რიუ, როგორ შეხვდებოდა იმ ფაქტს, რომ ამდენ ხანს ატყუებდნენ. მაინტერესებდა დაიანისადმი გრძნობები იმდენად ძლიერი, თუ იყო რომ მისთვის მალევე ეპატიებინა.

-წავალ, ბენისთვის წყალს და ცოტა საჭმელს მოვიტან._მატეოს მაშინვე ავუხსენი და ოთახიდან უკანმიუხედავად გამოვედი.

-არა, გაჩუმდი! იცი მაინც ეს შვიდი წელი რა გამოვიარე? _გარედან შემომავალმა რიუს ემოციურმა ყვირილმა უარესად დამასუსტა.

 შეინახე დანის საიდუმლოWhere stories live. Discover now