გმირებს

58 16 8
                                    

საათზე მეტია დედა-შვილი სიჩუმეში ზის. განვითარებულმა მოვლენებმა მთელი ქვეყანა შეძრა. იმედის ნაპერწკალი, რეალობის სიმძიმეს ვერაფერს უხერხებდა და თითქოს ბრძოლაში მარცხდებოდა.

   19 წლის ბიჭი დედის არაფრისმთქმელ თვალებს მიშტერებოდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა. თითქოს სანაგვეზე მოისროლა დედის გრძნობები. იცოდა, დედას მისი ესმოდა, მხარს უჭერდა და ამაყობდა კიდეც ვაჟით, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა დედობრივ ინსტინქტს, საფრთხისგან დაეცვა შვილი.

   - დედი, დამელაპარაკე რა. თქვი რამე.
ვეღარ გაუძლო ბიჭმა დუმილს. ახალგაზრდა ქალი შეკრთა, ფიქრებიდან გამოერკვა და შვილს თვალებში ჩახედა.
- რა ვთქვა, ივან? რომ გითხრა, არ წახვიდე - მეთქი? დარჩები?
- დედა, იცი, რომ ვერ დავრჩები.
- არ დარჩები...
ბრაზით უთხრა შვილს და თვალი აარიდა. თავადაც არ იცოდა ვის, ან რისთვის უბრაზდებოდა.
- მამაშენმა დამტოვა და ახლა შენც გინდა წახვიდე.

   ფანჯარას მიუახლოვდა და ეული ცრემლი გადმოაგდო. ულამაზეს ხედს უყურებდა და იცოდა, რომ ის აღარასდროს იქნებოდა ძველებური. ამიტომაც ცდილობდა, სამუდამოდ ჩაებეჭდა გონებაში. წამით თითქოს ქვეყნისთვის ბრძოლის სურვილმა დაამარცხა დედობრივი მზრუნველობა, მაგრამ კვლავ უკან დაიხია, როდესაც ქალმა შვილს შეხედა. ბიჭს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ქალმა იცოდა, რომ თუ ის ახლა სახლიდან გავიდოდა, შეიძლება ვეღარასდროს დაბრუნებულიყო. საშინელი ზიზღის გრძნობა დაეუფლა. ეზიზღებოდა ყველა, ვინც თავდასხმის ბრძანება გასცა. ყველა, ვინც ქვეყნისთვის მებრძოლებს იარაღს დაუმიზნებდა.

   - მოდი გავიქცეთ.
გაუაზრებლად თქვა. იცოდა ეს საშინელი სილაჩრე იყო, მაგრამ დედისთვის იმ წამს არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ბიჭმა გაკვირვებულმა შეხედა დედას. ვერ იაზრებდა, რომ ქალი, რომლისთვისაც ქვეყანა ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა, ახლა გაქცევას სთავაზობდა.
- სად გავიქცეთ?
- პოლონეთში, საქართველოში, სადაც გინდა.
მუხლებში ჩაუვარდა შვილს. ბიჭი შეშინებული უყურებდა დედას.
- სამუდამოდ დავტოვოთ სამშობლო?
- არა, დავბრუნდებით, როგორც კი ომი დასრულდება დავბრუნდებით.
- და სხვების ნაომარ უკრაინაში ჩვენ ვიცხოვროთ მშვიდად?

   ქალი ისტერიულად ტიროდა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. არ უნდოდა რეალობისთვის თვალი გაესწორებინა.
- ყველა რომ წავიდეს დასაბრუნებელი აღარსად გვექნება. ახლა, ქვეყნის მიტოვება ღალატს ნიშნავს. მე კი ჩემი ძმების მიმართულებით ვერ გავისვრი.
ქალს ცრემლების უწყვეტი ნაკადი უსველებდა სახეს. თვალწინ ედგა ქმრის გარდაცვალების წუთები და არ უნდოდა შვილიც ასე დაეკარგა.    ბიჭმა დედის ხელი თავისაში მოიქცია. ხვდებოდა ქალი რასაც გრძნობდა. იცოდა ამ ყველაფერს მხოლოდ დედობრივი ინსტინქტი ალაპარაკებდა.
- დედი, დავბრუნდები. გპირდები, გავიმარჯვებთ და ჩემი ხელით ჩამოგიკიდებ უკრაინის დროშას.
- დაბრუნდები, შვილო?
- დავბრუნდები, დავბრუნდები თუ დამელოდები.
- დაგელოდები, შვილო. სიცოცხლის ბოლომდე დაგელოდები.

წავიდა 19 წლის ბიჭი ომში. დედა მეტროს აფარებდა თავს და მუხლზე დაჩოქილი ლოცულობდა შვილისთვის, ხალხისთვის, ქვეყნისთვის.
ათასობით უკრაინელი გამოვიდა ქვეყნის დასაცავად.  მათ მხარდამხარ იბრძოდნენ ქვეყნის პირველი პირებიც. თითოეული მათგანი ბოლომდე აპირებდა ბრძოლას და ერთ გოჯსაც კი არ დათმობდნენ. არა მხოლოდ უკრაინა, არამედ მთელი მსოფლიო გაერთიანდა მტრის წინააღმდეგ.
   შუაღამით, სირენების ხმამ მოიცვა ქალაქი. ბომბების ხმასთან ერთად ბავშვების ტირილი და ქალების კივილი ისმოდა გარშემო. დედა კვლავ დაჩოქილი ლოცულობდა შვილისთვის, ხალხისთვის, ქვეყნისთვის. ძლიერად ებრძოდნენ ბიჭები მტერს. ფიზიკურად, მორალურად უსწორდებოდნენ. ბრძოლის ველზე, რამდენიმე ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

   ივანის ტელეფონი რეკვას არ წყვეტდა. ზარს მისმა თანამებრძოლმა უპასუხა.
- ივან!
- გისმენთ.
ქალი გაშეშდა უცხო ხმის გაგონებაზე.
- ივანი სად არის?
ძლივს ამოილაპარაკა.
- ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს. ივანი დაიღუპა.
უეცრად გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა. თითქოს სამყარომ არსებობა შეწყვიტა. ცოტახნის შემდეგ, კვლავ ქალმა დაარღვია სიჩუმე.
- ქალაქი?
- ქალაქი ჩვენია.
ქალმა გაიღიმა. სიამაყის გრძნობა სევდის ადგილს არ ტოვებდა გულში.
   დროშას დავკიდებო თქვა და დაკიდა კიდეც. უკრაინის თავზე მუდამ იფრიალებს თავისუფლებისთვის მებრძოლი ვაჟკაცების, სისხლის ფასად შენარჩუნებული დროშა.

______

🇺🇦🇬🇪

სევი...💙💛

🎉 You've finished reading უკრაინისთვის 🥀 🎉
უკრაინისთვის 🥀Where stories live. Discover now