-მაპატიე, პატარავ, ასე ხმამაღლა არ უნდა მეთქვა, ჩამეხუტე, კარგი?

ჯონგუკი ტირილს დაიწყებდა, თეჰიონს რომ ისეთი ტონით გაეგრძელებინა საუბარი, თუმცა ახლა გულზე მოეშვა, დათანხმდა ქერას შემოთავაზებას და მის მკლავებში ჩაიკარგა, ცხვირი კი მის ყელში ჩარგო.

-არაუშავს, ქერათმიანო. მესმის, შეიძლება ცოტათი დაძაბული ხარ.

-წავიდეთ? ალბათ მალე მოგვაკითხავენ.

-წავიდეთ.


დაახლოებით ერთ საათში ჩავიდნენ, რადგან სეულიდან არც ისე შორს იყო ჯიმინის ოჯახის აგარაკი. თეჰიონის საბედნიეროდ სონ ჯეიუს არ მოუწია მასთან და ჯონგუკთან ერთად ერთ მანქანაში ჩაჯდომა და ერთგვარი შვება იგრძნო კიმმა, მაგრამ მთავარი წინ ელოდა.

-აბა, ყველა გადმობარგდით მანქანებიდან?

-კი, ჯიმინ.

-მაშ, თუ ასეა, შევიდეთ. იმის გამო, რომ კამათი არ ატყდეს, ოთახებში მე გაგანაწილებთ.

თეჰიონსა და ჯონგუკს, ნამჯუნსა და ჯინს მეორე სართულზე მოუწიათ დაბინავება, მათ ორი საძინებელი ოთახიც ჰყოფნიდათ. ჯიმინი, იუნგი, ჰოსოკი და ჯეიუ კი პირველ სართულზე შემორჩნენ. კიდევ ერთი შემთხვევა კიმ თეჰიონის სასარგებლოდ.

მალევე მოსაღამოვდა, დალევა და გართობა გადაწყვიტეს. მგზავრობის და დაბინავების მიუხედავად ენერგიას მაინც ინარჩუნებდნენ. თეჰიონი წყობიდან გამოდიოდა იმის დანახვაზე, თუ როგორი მზერით უცქერდა ჯეიუ ჯონგუკს, როდესაც მისი ბაჭია საუბრობდა. ბრაზით შეპყრობილმა თვითონაც დაიწყო დალევა. დიახ, თვით კიმ თეჰიონი, რომელსაც ალკოჰოლი ეჯავრებოდა, ახლა სვამდა, ეჭვიანობით შეპყრობილი, თუმცა ამას ალბათ სხვებთან არასდროს აღიარებდა.

მალე ცეკვაზე გადავიდნენ. ცენტრში ჯიმინი, ჯონგუკი და ჰოსოკი იდგნენ და გაბრუებული სხეულით ყოველგვარი სახის მოძრაობას აკეთებდნენ, რაც კი შეეძლოთ. დანარჩენები კი შორიდან უცქერდნენ და სიცილის შეკავება არ შეეძლოთ, თუმცა ერთის გამოკლებით.

Look at meUnde poveștirile trăiesc. Descoperă acum